საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი იკვეხნის საკუთარი პროპაგანდისტული სადგურით, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან ენერგეტიკულ „ინვესტიციებს“ ცდილობს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უისლონი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი განცხადებით, ჩინეთი ცდილობს, აშშ-ს „შუა დერეფანი“ გამოუკეტოს.
„სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობა უზარმაზარი ნაბიჯია, მაგრამ სამხრეთ კავკასიის მშვიდობა და კეთილდღეობა საფრთხეშია, თუ ჩინეთი საქართველოზე დომინირებას განახორციებს!“- წერს უილსონი.
ამერიკელი კონგრესმენი ეხმაურება ინფორმაციას, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ჩინური ენერგეტიკული კომპანია Zhongbo Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს განიხილავს.
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ