ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

აფეთქების მომზადებაში ბრალდებული დავით ხომერიკი სასამართლომ დამნაშავედ ცნო - მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

15.08.2025 ნახვები: 461

თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.

ხომერიკი ბრალს არ აღიარებს. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მან საბოლოო სიტყვა წარმოთქვა და განაცხადა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია.

ცნობისთვის, დავით ხომერიკი სამართალდამცავებმა 2024 წლის 2 დეკემბერს, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, გზის გადაკეტვისთვის ძმასთან ერთად დააკავეს. თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებისას მას ცეცხლგამჩენი მოწყობილობები აღმოუჩინეს, რომელიც გამოყენებისთვის იყო გამზადებული.

დავით ხომერიკს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-18-229-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დანაშაულის მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროცესზე ხომერიკმა განაცხადა რომ ბრალს არ აღიარებს.

არ ვაღიარებ ბრალს, რომელიც არ მეკუთვნის და არა ჩამიდენია! - პატივცემულო მოსამართლევ, მჯერა, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ მიმდინარე აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულმა 26 წლის დავით ხომერიკმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს. ამ წუთებში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი გადაწყვეტილების გამოსატანად, სათათბიროდ არის გასული.

„პირველ რიგში, თედოს [აბრამოვის] ამბავი ყველას გაგვიხარდა, ვულოცავ თავისუფლებას, ის ახლა ჩვენ შორის ყველაზე თავისუფალი ადამიანია.

ახლა ყველა ვდგავართ სამწუხარო რეალობის წინაშე, სადაც სიმართლე დასჯადია. დიდი ხანია ბრძოლაში ერთად ვართ საერთო ღირებულებების გამო, რომელიც ემსახურება ერთ მიზანს, რომ ვიცხოვროთ ქვეყანაში, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს. გზა ამ მიზნისკენ ეკლებითაა სავსე… დიახ, ეს ის მიზეზებია, რის გამოც ჩვენ ახლა ციხეში ვსხედვართ და ვერ გაგვიგია, რატომ უნდა ისჯებოდნენ ადამიანები სიმართლისთვის ბრძოლის გამო.

ბავშვობიდან ქრისტიანულ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც მასწავლეს, რომ რწმენით მეცხოვრა და დღემდე არ გადამიხვევია ამისთვის, ამაში მუსიკა და ხელოვნება დამეხმარა… რაც შეეხება ჩემს პროტესტს, ამას ყოველთვის მშვიდობიანად გამოვხატავდი, ამას ჩემი მუსიკით და სიმღერით გამოვხატავდი რადგან სახალხო გამოსვლები არასდროს მყვარებია.. ყველაფერი კი ე.წ. გავრილოვის ღამეს დაიწყო, როდესაც ხალხი რუსი ოკუპანტის ჩამოსვლას აპროტესტებდა. ხალხს გაუსწორდნენ, აქციაზე დაშავდნენ ჩემი მეგობრები, რამაც მათზე კვალი დატოვა, აქ იკვეთება რუსეთის ჰიბრიდული ომი. ამ სისხლიანმა დღემ გადამწყვეტი როლი ითამადა ჩემს ცხოვრებაში. არ დავხუჭავ თვალს და საბედნიეროდ ასე ფიქრობს საზოგადოების დიდი ნაწილი. ამ ძალადობის გამომწვევი ჩვენი ხელისუფლებაა, მათ ეშინიათ ჩვენი სიმართლის, მას წამლავენ და ბოროტებას წინ მიუძღვებიან.

რაც შეეხება ჩემს ამ ცხრათვიან გაურკვევლობას და შეკერილ ბრალდებას, ეს არის სრული აბსურდი! არ ვაღიარებ ბრალს, რომელიც არ მეკუთვნის და არ ჩამიდენია! პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, მაგრამ პროკურორი ყოველ წინადადებაში გამოგონილ “მოლოტოვის კოქტეილს” იმეორებს, მოჰყავს ცრუ მოწმეები, მათ უმეტესობას სახეზე არც ვიცნობ, ხოლო ვისაც ვიცნობ მათ ჩემ მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში მონაწილეობა აქვთ მიღებული.

პატივცემულო მოსამართლევ, მიუხედავად ამისა მე მჯერა რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩემი თხოვნა იქნება, რომ იყოთ დამოუკიდებელი, ხალხს დაუბრუნდეს სამართლიანობის გრძნობა, ხალხი იმსახურებს სამართლიანობას. მოგმართავთ საზოგადოებას, ხალხს, ოჯახს, ყველას, რომ ჩემი იმედის სხივები და ვარსკვლავები ხართ, ეს სიყვარული ჩემთვის უძვირფასესია. რაც არ უნდა მოხდეს, მეც ძალიან მიყვარხართ და გახსოვდეთ, რომ ნებდებიან მხოლოდ ისინი, ვისთვისაც თავისუფლება არაფერს ნიშნავს”,- განაცხადა დავით ხომერიკმა.

ცნობისთვის, დავით ხომერიკი სამართალდამცავებმა 2024 წლის 2 დეკემბერს, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, გზის გადაკეტვისთვის ძმასთან ერთად დააკავეს. თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებისას მას ცეცხლგამჩენი მოწყობილობები აღმოუჩინეს, რომელიც გამოყენებისთვის იყო გამზადებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა