ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

"ძლიერი საქართველოს - ლელო" - "ქართული ოცნების" მხრიდან დაწყებული დევნისა და შევიწროების პროცესი ახალ მასშტაბს იძენს

15.08.2025 ნახვები: 448

სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, "ქართული ოცნების" მხრიდან დაწყებული დევნისა და შევიწროების პროცესი ახალ მასშტაბს იძენს, - ნათქვამია "ძლიერი საქართველოს - ლელო"-ს გავრცელებულ განცხადებაში. 
 
"რაჟდენ კუპრაშვილი, როგორც ამ პროცესის აღმასრულებელი მთავარი ჯალათი, აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით მდგომი, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების შევიწროებას.
ანტიკორუფციული ბიურო დღეს "ქართული ოცნების" კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული. ისინი ებრძვიან არა კორუფციას, არამედ იმ ადამიანებს, ვინც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს მათივე კორუფციით დაზარალებულ ადამიანებს, შშმ პირებს, ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს...
"ძლიერი საქართველოს - ლელო" პოლიტიკური გუნდი გმობს "ქართული ოცნების" ამ და სხვა ინსტრუმენტების მიერ წარმოებულ დევნას რომელიც ისახავს ერთადერთ მიზანს - გააჩუმოს ქართველი ხალხი და დაამარცხოს ქართული სამოქალაქო საზოგადოება.
"ქართული ოცნების" მიერ უკანონოდ დანერგილი რეპრესიული მექანიზმები, ეწინააღმდეგება როგორც ზოგადად დემოკრატიის საფუძვლებს, ასევე ქვეყნის კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას.
ამ რეგულაციების გაუქმება არის ერთ-ერთი მოთხოვნა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების საკითხშიც.
ჩვენ, ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ აუცილებლად გავაუქმებთ ამ ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას.
სოლიდარობა ქართულ სამოქალაქო სექტორს. ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ", - აცხადებს "ძლიერი საქართველოს - ლელო".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა