კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი არ უნდა დაჯილდოვდეს ამ ომში მონაწილეობისთვის

ნახვები: 468 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი არ უნდა დაჯილდოვდეს ამ ომში მონაწილეობისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე ღამით რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის რუსეთის განზრახვების დემონსტრაცია და ომთან დაკავშირებით მის ცინიკურ პოზიციას აჩვენებს.

ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ძირითად საკითხებს განიხილავენ და უკრაინასთან ერთად, საუბარში მონაწილეობას მიიღებენ გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის, ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერები.

„ყველას სურს ღირსეული მშვიდობა და ნამდვილი უსაფრთხოება. სწორედ ამ მომენტში რუსები ხარკოვს, ზაპოროჟიეს, სუმის ოლქსა და ოდესას ესხმიან თავს, ანადგურებენ საცხოვრებელ შენობებსა და ჩვენს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. რუსები განზრახ კლავენ ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებს“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხარკოვში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი მხოლოდ წლინახევრისაა, ზაპოროჟიეში კი სარაკეტო თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა.

„ასევე, რუსეთმა ოდესაში აზერბაიჯანული კომპანიის საკუთრებაში არსებულ ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს იყო თავდასხმა არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ ჩვენს ურთიერთობებსა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. რუსეთის ომის მანქანა, ყველაფრის მიუხედავად, ადამიანების სიცოცხლის განადგურებას აგრძელებს. პუტინი ჩაიდენს დემონსტრაციულ მკვლელობებს უკრაინასა და ევროპაზე ზეწოლის შესანარჩუნებლად, ასევე დიპლომატიური ძალისხმევის შესამცირებლად. სწორედ ამიტომ ვეძებთ დახმარებას მკვლელობების შესაჩერებლად. სწორედ ამიტომ არის საჭირო საიმედო უსაფრთხოების გარანტიები. სწორედ ამიტომ რუსეთი არ უნდა დაჯილდოვდეს ამ ომში მონაწილეობისთვის. ომი უნდა დასრულდეს და სწორედ მოსკოვმა უნდა გაიგოს სიტყვა: „შეჩერდი!“ - წერს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა