დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე

თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი მხარს უჭერს რუსეთს და სურს, რომ საქართველო დასუსტებული რუსეთის ნანგრევებში მოხვდეს

18.08.2025 ნახვები: 486

სამშვიდობო პროცესში მშვიდობის გარანტი არის დასავლეთი, ევროკავშირი, აშშ, მაგრამ ივანიშვილი მხარს უჭერს რუსეთს და სურს, რომ საქართველო დასუსტებული რუსეთის ნანგრევებში მოხვდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” ამერიკაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ამბობს, რომ „ევროკავშირიდან არ მოდის სიგნალები, რომ მათ სურთ ამ ომის დასრულება, არაფერს ამბობენ რუსეთზე და ევროპას ადანაშაულებენ ომის გაგრძელების მცდელობაში“.

„ივანიშვილის ევტუშენკოვთან სატელეფონო საუბრით დაწყებული, მათი საჯარო განცხადებებიდან და მოქმედებებიდან დამთავრებული, ცხადზე ცხადია, რომ ივანიშვილი პირველივე დღიდან ქომაგობს რუსეთს და ფსონს დებს რუსეთის გამარჯვებაზე რაც შეუძლებელია და რაც კიდევ უფრო ნათელი გახდა ბოლო სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ. მთავარია ის, რომ ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დაიცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და სამშვიდობოს გაიყვანს იქ, სადაც მშვიდობის გარანტი არის დასავლეთი, ევროკავშირი და აშშ, ივანიშვილს სურს, რომ დასუსტებული რუსეთის ნანგრევებში მოხვდეს საქართველო და ასე წირავს მისი პირადი ინტერესების გამო ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა აჩვენებს, რომ ზელენსკი მარტო არ არის, მის გვერდით დგას თავისუფალი სამყარო, რომელიც უკრაინასთან ერთად არ დაუშვებს რუსეთის გამარჯვებას.

„ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელ შეხვედრაში ჩემი აზრით არის იმის დემონსტრირება, რომ ზელენსკი, უკრაინა, უკრაინელი ხალხი არ არის მარტო. ზელენსკისთან ერთად იმყოფება ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ისევე როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრიტანეთის პრემიერი სტარმერი და ეს ყველაფერი არის იმის დასტური, რომ უკრაინელი ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლაში არ არის მარტო და მათ უკან დგას თავისუფალი სამყარო. სწორედ ამიტომ ისინი უკრაინელ ხალხთან ერთად არ დაუშვებენ იმას, რომ როგორც ივანიშვილის მოლოდინი და სურვილია, გაიმარჯვოს რუსეთმა, არ გაიმარჯვოს თავისუფლებამ, არ გაიმარჯვოს უკრაინამ. უკრაინის გამარჯვებით გავიმარჯვებთ ჩვენ, ქართველი ხალხი, რომელიც ვიბრძვით სწორედ იმ ღირებულებებისთვის, რომლისთვისაც იბრძვის უკრაინელი ხალხი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა