კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

მამუკა ხაზარაძე - მე, ბადრი და სხვა ლიდერები, შესაძლოა, ჯერჯერობით, ციხეში ვართ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ქართველი ხალხის გამოყვანა ციხიდან, რომელშიც 13 წელია არიან

ნახვები: 511 მამუკა ხაზარაძე - მე, ბადრი და სხვა ლიდერები, შესაძლოა, ჯერჯერობით, ციხეში ვართ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ქართველი ხალხის გამოყვანა ციხიდან, რომელშიც 13 წელია არიან

მე, ბადრი და სხვა ლიდერები, შესაძლოა, ჯერჯერობით, ციხეში ვართ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ქართველი ხალხის გამოყვანა იმ ციხიდან, რომელშიც ისინი 13 წელია არიან, „ქართული ოცნების“ ცუდი მმართველობის ციხიდან - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, პატიმრობაში მყოფმა, მამუკა ხაზარაძემ ორი პარტიის მიერ გამართულ ღონისძიებაზე აუდიო მიმართვისას განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, „ყოველდღე, ყოველმხრივ, ყველა შესაძლებლობით უნდა დავუპირისპირდეთ „ქართულ ოცნებას“.

„ჩვენ, ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანიას ვიწყებთ! ძალიან მინდა, რომ თქვენთან ერთად ვიყო, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ჩვენი ისე ეშინია, რომ ამის უფლებას არ გვაძლევს, ამიტომ მე და ბადრი ციხეში ვართ. რატომ? - იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ქართველ ხალხთან შეხვედრის ეშინია. „ქართულ ოცნებას“ ეშინია, რომ 13 წლის შემდეგ, მათ ჩვენი მოქალაქეებისთვის სათქმელი არაფერი აქვთ და ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის. მათ ეშინიათ იმ პრობლემების, რომლებიც რეალურად აწუხებს ხალხს. მოქალაქეები, რეალურად ხმას მისცემენ მაღალი ფასების, უმუშევრობის, დაბალი ხელფასების, ავარიული შენობების, საშინელი საცობების, ნარკომანიისა და მიუსაფარი ცხოველების საკითხების მოგვარებას, რაც ახლა ჩვენი ქალაქების ყოველდღიურობად იქცა. რაც მთავარია, ხმას მისცემენ კორუფციისა და რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წააგო. მათ იციან, რომ წელსაც წააგებენ, თუ კამპანიაში ყველა ერთად შევალთ. ჩემო მეგობრებო, მათ შეუძლიათ ციხეში ჩაგვსვან, მაგრამ თქვენ ვერ შეგაჩერებენ ცვლილებისთვის ბრძოლაში და ვერ შეაჩერებენ ხალხს, რომ ხმა მისცენ ცვლილებებს. ასე რომ, მთელი ენერგიით იბრძოლეთ და დაარწმუნეთ ყველა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ჩვენი მუნიციპალიტეტები, ქალაქები, ჩვენი სოფლები. ყოველდღე, ყოველმხრივ, ყველა შესაძლებლობით უნდა დავუპირისპირდეთ „ქართულ ოცნებას“! სწორედ ამიტომ ვართ საპროტესტო აქციებში, სწორედ ამიტომ მოვითხოვთ ახალ არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, ამიტომ ვიღებთ მონაწილეობას მუნიციპალურ არჩევნებში. ჩვენ ვაჩვენებთ ამომრჩევლებს, თუ „ქართულ ოცნებას“ მოვიშორებთ, მათი ქალაქები, სოფლები გაცილებით უკეთესი გახდება. ბევრი ახალი პროექტია გასაკეთებელი. უფასო უნდა იყოს მედიკამენტები იმ პენსიონერებისთვის, ვისაც მათი შეძენა არ შეუძლიათ. 10 ათასი ავარიული სახლია მხოლოდ თბილისში, მათ რეაბილიტაცია სჭირდებათ. საცხოვრებლის პრობლემის მოგვარება და მიუსაფარი ცხოველების პრობლემებს გადაჭრა სჭირდებათ. მე, ბადრი და სხვა ლიდერები, შესაძლოა, ჯერჯერობით ციხეში ვართ, მაგრამ თქვენი ძალისხმევით, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ქართველი ხალხის გამოყვანა იმ ციხიდან, რომელშიც ისინი 13 წელია არიან. „ქართული ოცნების“ ცუდი მმართველობის ციხიდან. ასე რომ, დაიწყეთ კამპანია, დაიბრუნეთ თბილისი და ჩვენი სხვა მუნიციპალიტეტები. ერთად დავიბრუნოთ საქართველო!“ , - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა