კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ფრიდრიხ მერცი - დონბასის დათმობა იგივეა, რაც აშშ-მა დათმოს ფლორიდა

ნახვები: 458 ფრიდრიხ მერცი - დონბასის დათმობა იგივეა, რაც აშშ-მა დათმოს ფლორიდა

დონბასის დათმობა იგივეა, რაც აშშ-მა დათმოს ფლორიდა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მედიასთან თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

მან გააკრიტიკა მოსკოვის მოლაპარაკების ტაქტიკა კიევთან მიმართებაში.

„რუსეთის მოთხოვნა, რომ კიევმა დათმოს დონბასის თავისუფალი ნაწილები, წარმოდგენაში რომ ვთქვათ, იგივეა, რაც აშშ-მა უნდა დათმოს ფლორიდა“, - განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე ისაუბრა ჟურნალისტებთან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე.

„[რაც შეეხება] კითხვას, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების გარანტიებში... აბსოლუტურად ნათელია, რომ მთელმა ევროპამ უნდა მიიღოს მონაწილეობა“, - განუცხადა მერცმა მედიას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა