კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

კაია კალასი - პუტინის ნდობა არ შეიძლება

ნახვები: 446 კაია კალასი - პუტინის ნდობა არ შეიძლება

პუტინის ნდობა არ შეიძლება, რომ დაიცავს რაიმე პირობას ან ვალდებულებას, მოსკოვის წინააღმდეგ შემდეგი სასანქციო პაკეტი მომდევნო თვეში უნდა იყოს მზად. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“დღევანდელ ონლაინ სამიტზე ევროკავშირის ლიდერების ერთიანობა ხელშესახები იყო. ყველა მყარი მშვიდობის ერთგულია, რომელიც იცავს როგორც უკრაინის, ასევე ევროპის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უსაფრთხოების ინტერესებს.

პუტინის ნდობა არ შეიძლება, რომ დაიცავს რაიმე პირობას ან ვალდებულებას. შესაბამისად, უსაფრთხოების გარანტიები საკმარისად ძლიერი და სანდო უნდა იყოს, რათა რუსეთი გადაჯგუფებისგან და ხელახლა დარტყმისგან შეაკავოს.

ევროკავშირი წვლილს შეიტანს ამ უსაფრთხოების გარანტიებში, განსაკუთრებით უკრაინელი ჯარისკაცების გაწვრთნითა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებით.

ევროკავშირი ასევე გააგრძელებს რუსეთის ომის ეკონომიკის მიზანში ამოღებას. მოსკოვის წინააღმდეგ შემდეგი სასანქციო პაკეტი მომდევნო თვეში უნდა იყოს მზად.

ეს თემები შემდეგ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების საუბრების დღის წესრიგის პრიორიტეტი გავხადე”, - წერს კალასი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა