War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

მარკ რუტე - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ისეთი უნდა იყოს, რომ ვლადიმერ ვლადიმირის ძე პუტინმა უკრაინაზე თავდასხმაზე აღარასდროს იფიქროს

22.08.2025 ნახვები: 448

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებზეც ევროპის ქვეყნები და შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ორ დონეს მოიცავს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პირველ დონეზე, ფაქტობრივად, მოხდება რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადგენა, ან ორივეს კომბინაცია. ამიტომ, პირველი დონე იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მაქსიმალურად გაძლიერება, რათა მათ ნებისმიერ სირთულეს გაუძლონ“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

რუტეს განმარტებით, მეორე დონე არის ის, რასაც მისი თქმით, შეერთებული შტატები და ევროპა უზრუნველყოფენ.

„სწორედ ამაზე ვმუშაობთ. როგორც ყველამ ვიცით, ბუდაპეშტის მემორანდუმმა და მინსკის მოლაპარაკებებმა არ გამოიწვია რეალური გარანტიები. ჩვენი ახალი გარანტიები ასეთი არ უნდა იყოს“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, მომავალი გარანტიები ისეთი დონის უნდა იყოს, რომ „მოსკოვში მჯდომმა ვლადიმერ ვლადიმირის ძე პუტინმა უკრაინაზე თავდასხმაზე აღარასდროს იფიქროს“.

ცნობისთვის, მარკ რუტე დღეს კიევში ჩავიდა. მისი ვიზიტი წინასწარ არ დაანონსებულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა