ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
27-31 დეკემბერს საქართველოში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი, უმეტეს რაიონში ითოვებს
ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს
ამინდი 27 დეკემბერს
პროკურატურა - 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია
ადვოკატი - ბაჩო ახალია არ ენდობა გამოძიებას და ჩვენება არ მისცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე - ეს ბუნდოვანია - პირიქით არის: მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული - მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში

ანრი ოხანაშვილმა სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა

23.08.2025 ნახვები: 336

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ოხანაშვილის განცხადებას სუს-ი ავრცელებს.

ოხანაშვილის განცხადებით, ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.

„მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მმართველ გუნდთან კონსულტაციის საფუძველზე, მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობის დაკავების შესახებ.

2016 წლიდან შევუერთდი მმართველ გუნდს, სადაც 8 წლის განმავლობაში აქტიურად ვმონაწილეობდი საპარლამენტო ცხოვრებაში, ხოლო მოგვიანებით იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე განვაგრძე საქმიანობა.

სახელმწიფო სამსახურში ჩემი 9-წლიანი საქმიანობა იყო საკმაოდ შრომატევადი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით სავსე. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას. მიხარია, რომ მმართველ გუნდთან ერთად, საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და გაძლიერებაში.

მსურს, მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

განსაკუთრებული მადლიერება მსურს გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩემდამი გამოცხადებული დიდი ნდობისა და მუდმივი გულშემატკივრობისთვის.

როგორც უკვე განვაცხადე, საქმიანობას გავაგრძელებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს ამ შესაძლებლობისთვის.

დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოება ახალი გამოწვევების წინაშეა, რაც განსაკუთრებულ გავლენას ახდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობისთვის აღნიშნული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებასა და საპასუხო ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და ცოდნა დამეხმარება წარმატებით გავართვა თავი ანალიტიკურ საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ამავე დროს, ვრჩები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებულ გულშემატკივრად. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო სამსახურის პირად შემადგენლობას ამ მოკლე დროში მნიშვნელოვანი ერთობლივი წარმატებული საქმიანობისთვის.

წარმატებას ვუსურვებ სამსახურის მომავალ ხელმძღვანელს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს“,- აღნიშნულია ოხანაშვილის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა