მამუკა ხაზარაძე, უკრაინელ ხალხს დამოუკიდევლობის დღეს ულოცავს 24.08.2025 ნახვები: 476 Share "ლელო - ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, უკრაინას და უკრაინელ ხალხს დამოუკიდევლობის დღეს ულოცავს. "გმირ უკრაინელ ხალხს, ყველაზე მებრძოლ ერს მსოფლიოში, ჩემს ძვირფას მეგობრებს, ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! გასაოცარი გმირობისა და თავდადების მაგალითია დღეს ისტორიის ის თავი, რომელსაც უკრაინა წერს არა მხოლოდ საკუთარი ერის, არამედ მთელი ევროპის დასაცავად! მჯერა, ეს მტკიცე სული ყველა ჯავშანს გაარღვევს და გაიმარჯვებს! Сла́ва Украи́не! Геро́ям сла́ва!", - ნათქვამია მამუკა ხაზარაძის მილოცვაში.