War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

ისრაელმა იემენში რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე იერიში მიიტანა

25.08.2025 ნახვები: 384

ისრაელმა იემენში რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ დარტყმებს გააგრძელებს.

„ვინც არ უნდა დაგეგმოს ჩვენზე თავდასხმა, ჩვენც დავესხმებით თავს. „ჰუსიტების“ ტერორისტული რეჟიმი მკაცრი გზით სწავლობს, რომ ის გადაიხდის და უკვე ძალიან დიდ ფასს იხდის ისრაელის წინააღმდეგ აგრესიისთვის“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის საჰაერო ძალებმა სანააში სამხედრო კომპლექსი დაბომბეს, სადაც იემენის პრეზიდენტის სასახლე, საწვავის საწყობი და ორი ელექტროსადგური მდებარეობს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელისკენ გაშვებული ყოველი რაკეტისთვის „ჰუსიტები“ ბევრად უფრო მეტს გადაიხდიან.

„ისრაელის თავდაცვის ძალებმა ახლახან გაანადგურეს „ჰუსიტების“ საპრეზიდენტო სასახლე იემენში და თავს დაესხნენ საწვავის საწყობებსა და ელექტროსადგურებს. ჩვენ ვაგრძელებთ იერიშებს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, რომლებიც გამოიყენება „ჰუსიტების“ ტერორიზმის ხელშესაწყობად. ისრაელისკენ გაშვებული ყოველი რაკეტისთვის „ჰუსიტები“ ბევრად უფრო მეტს გადაიხდიან“, – აღნიშნა ისრაელ კაცმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა