War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

იოჰან ვადეპული - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ნატო-ში გაწევრიანებასთან ძალიან ახლოს უნდა იყოს

25.08.2025 ნახვები: 398

უკრაინის მომავალი უსაფრთხოების გარანტიები ნატო-ში გაწევრიანებასთან ძალიან ახლოს უნდა იყოს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა.

„ჩვენ არ შეგვიძლია, მოვთხოვოთ უკრაინას, სერიოზულად განიხილოს ტერიტორიული დათმობები, თუ ის არ მიიღებს უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს რაც შეიძლება მეტი ქვეყნისგან, რომ, სულ მცირე, დანარჩენი ტერიტორია უსაფრთხოდ იქნება“, – განაცხადა ვადეპულმა.

​ვადეპულის თქმით, იმედი აქვს, რომ უსაფრთხოების სწორედ ასეთი გარანტიების მოთხოვნა საბოლოოდ შეძლებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დარწმუნებას. მისივე თქმით, ასეთი გარანტიები საფრთხეს არ შეუქმნის რუსეთს.

„შემდეგ ეს, შეიძლება, გახდეს საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ევროპაში საბოლოოდ ვიპოვოთ მშვიდობა“, – აღნიშნა ვადეპულმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებმა, არამედ სხვა სახელმწიფოებმაც, კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა, უნდა უზრუნველყონ.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის დაახლოებით 30-მა სახელმწიფომ, მათ შორის იაპონიამ, გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს უკრაინას. ამასთან, ვადეპულის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმება არ უნდა გადაიქცეს „დიქტატორულ მშვიდობად“ უკრაინის საზიანოდ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა