საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
თვითმართველობის არჩევნებში მონაწილე ორი ოპოზიციური პარტია მაჟორიტარობის კანდიდატებს არჩევს. დღეს ბოლო კონსულტაციები გაიმართა. "ლელო" და გახარიას პარტია თბილისში შეთანხმებულ კანდიდატებს წარადგენენ.
ამ დროისთვის უცნობია, იქნებიან თუ არა არაპარტიული პირები. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციამ თქვა, რომ თუ 4 ოქტომრის არჩევნებზე დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეების უმრავლესობა მივა საარჩევნო უბნებზე, ივანიშვილის რუსულ ხელისუფლებას ოპოზიცია დაამარცხებს.
გუნდები ერთობლივად იმოქმედებენ ამ ქალაქის, თბილისის მოსახლეობის ინტერესებისთვის, ზრუნვისთვის და იმისთვის, რომ ივანიშვილს გავაწნათ სილა და დავამარცხოთ თბილისში. ფაქტობრივად დამტკიცებულია, რომ თბილისი არის პროდასავლური, პროევროპული ოპოზიციური ქალაქი, რაც კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცონ თბილისელებმა და თბილისმა, როგორც დედაქალაქმა, რომელიც უარს ეუბნება რუსულ რეჟიმს, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე.
ტვ პირველი
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ