War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური კვლავ პატიმრობაში დატოვა

25.08.2025 ნახვები: 444

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური კვლავ პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ უძილაურისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე დღევანდელ პროცესზე იმსჯელა.

უძილაურის პატიმრობაში დატოვებით მოსამართლე ლევან გელოვანმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

„დაზუსტდა, ვისგან შეიძინა [ბრალდებულმა] ცეცხლსასროლი იარაღი. არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ის წარსულში ნასამართლევია ძალადობის ფაქტზე. არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. როცა მან მკვლელობის ადგილი დატოვა, სცადა გამოძიებისთვის თავგზა აებნია, წავიდა სხვადასხვა მიმართულებით. ასევე დეტალურად დაზუსტდა, რომ მას ჰქონდა პოლონეთში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი. მოწმეები მისთვის კარგად ნაცნობი პირები არიან და არსებობს მასზე ზემოქმედების საფრთხე, ამიტომ ბრალდებული უნდა დარჩეს პატიმრობაში“, - განაცხადა პროცესზე ლევან ვეფხვაძემ.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატმა უძილაურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

„არ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ეს არის აბსტრაქტული, ფორმალურად მოგონილი მიზეზი ბრალდების მხარის მიერ“, - განაცხადა სხდომაზე ადვოკატმა დავით მუხიაშვილმა.

რაც შეეხება თავად ბრალდებულ გელა უძილაურს, ის დუმილის უფლებას იყენებს. ამასთან, მას მოსამართლემ ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს გამოყენებაც შესთავაზა.

„ნაფიცებზე ვაცხადებ უარს“, - განაცხადა ბრალდებულმა გელა უძილაურმა.

ცნობისთვის, შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა