საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ომის დასრულების საკითხის განსახილველად შეხვედრის ეშინია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„პუტინი გამუდმებით აყენებს პირობებს და დროს აჭიანურებს, რადგან ამ შეხვედრის ეშინია“, - აღნიშნა კანადის პრემიერმა.
მისი თქმით, ზელენსკი მზადაა პუტინს „ნებისმიერ ნეიტრალურ ტერიტორიაზე“ შეხვდეს.
„ის არ ელის პუტინის კიევში ვიზიტს, მაგრამ თავად არ გეგმავს მოსკოვში ამ შეხვედრაზე წასვლას. თუმცა, ნებისმიერი ადგილი მისაღებია“, - აღნიშნა კანადის პრემიერმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა განაგრძონ უკრაინისთვის დახმარების გაწევა ამ შეხვედრის გამართვამდე.
ამასთან, მარკ კარნი არ გამორიცხავს, რომ „მსურველთა კოალიციის“ ფარლებში, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად უკრაინაში კანადელი ჯარისკაცები გაგზავნონ.
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ