War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

ალექსი ახვლედიანი - თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია ოჯახის წევრებისთვისაც საკმაოდ შეზღუდულია, როგორც მე მაქვს ინფორმაცია ოჯახიდან, დაუნიშნეს ორთვიანი საკმაოდ მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა

27.08.2025 ნახვები: 406

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის ინფორმაციით, თურქეთის კლინიკაში, აჭარის მთავრობის ყოფილს ხელმძღვანელთან, თორნიკე რიჟვაძესთან კონტაქტი ოჯახის წევრებისთვისაც შეზღუდულია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რიჟვაძეს ფსიქოლოგებმა „მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა დაუნიშნეს“.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს, უახლოეს დღეებში თვალის ქირურგიული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რა პრობლემაც მას ამ შემთხვევამდეც ჰქონდა.

„მასთან კომუნიკაცია ოჯახის წევრებისთვისაც საკმაოდ შეზღუდულია, იმიტომ რომ როგორც მე მაქვს ინფორმაცია ოჯახიდან, დაუნიშნეს ორთვიანი საკმაოდ მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა. მხოლოდ ცოტა ხნით ბავშვებს აქვთ შესვლის უფლება. ტელეფონი და რაიმე მსგავსი მას არ აქვს. ბოლო, გუშინწინდელი ინფორმაციით, ალბათ კვირის ბოლოს, თურქეთშივე გაუკეთებენ თვალის ოპერაციას. მას ეს პრობლემა ჰქონდა და გამწვავება გამოიწვია.

მას იქ ადგილობრივი ფსიქოლოგების ჯგუფი ემსახურება და აუკრძალეს ამ ორთვიანი კურსის დასრულებამდე, საერთოდ ყველანაირი კომუნიკაცია ყველასთან. მე მხოლოდ ოჯახის წევრებს ვეკონტაქტები“,- განაცხადა ახვლედიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა