War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

ვეფხია კასრაძე - არ ვნანობ, რომ ჩემი სამშობლოსთვის ვიბრძვი, ციხისთვის კი არა, სიკვდილისთვისაც ვარ მზად

27.08.2025 ნახვები: 439

ვიბრძოლებ იქამდე, სანამ ეს ქვეყანა არ გახდება თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ დღევანდელ პროცესზე, დასკვნითი სიტყვისას განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის იბრძვის, რადგან უსამართლობას ვერ ეგუება.

„არ ვნანობ იმას, რომ ჩემი სამშობლოსთვის ვიბრძვი. ვერასდროს შევეგუები უსამართლობას. მთელი ჩემი ცხოვრება უსამართლობას ვებრძოდი. ან მივიღებ სამართლიან განაჩენს ან ამ უსამართლობას შევეწირები“, - განაცხადა ვეფხია კასრაძემ.

ის ირწმუნება, რომ უდანაშაულოა.

„დღეს ვარ უკანონო პატიმარი. ერთადერთი დანაშაული მაქვს ჩადენილი, რომ 2012 წელს ამ ხელისუფლებას ხელი შევუწყვე ხელისუფლებაში მოსულიყო, მაგრამ ცვლილებები იყო საჭირო. 10 ათასი ხმა მოვუტანე. მე ამ ბრძოლას არ მივატოვებ, ციხისთვის კი არა, სიკვდილისთვისაც ვარ მზად. სანამ ვსუნთქავ, ვერავინ მოახერხებს იმას, რომ საქართველოს კურსი შეუცვალოს. ჩვენს ქვეყანას უნდა დაუბრუნდეს ფუნქცია.

ჩემი საქმე არის პოლიტიკურად შეკერილი იმის გამო, რომ პარტია „ლელოს“ გვერდით ვიდექი“, -განაცხადა კასრაძემ.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციებზე დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა