War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს - თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა

27.08.2025 ნახვები: 442

აქციაზე ვიდექი, რადგან რუსეთი არის მტერი , - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა, თორნიკე გოშაძემ დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა.

„აქციაზე ვიყავი, რათა უდანაშაულო ადამიანების ცემა გამეპროტესტებინა. ვიდექი იმისთვის, რომ მეთქვა: „რუსეთი არის მტერი“, - განაცხადა თორნიკე გოშაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დანაშაული არ ჩაუდენია და წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ დამნაშავედ მცნოთ. მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვამბობ, უდანაშაულო ვარ", - განაცხადა თორნიკე გოშაძემ.

მან მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს მიმართა, რომ საქმეზე სამართლიანი განაჩენი გამოიტანოს.

„თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილების და ოცნების დარღვევა და საპყრობილეში გამომწყვდევა. დღეს თქვენ ხართ დაზარალებულიც, ბრალდებაც, დაცვაც, მოწმეც, ყველა მხარე. არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე და მიზეზი იმის, რატომ ? - ეს თქვენს სამართლიანობაზე იქნება დამოკიდებული," - მიმართა თორნიკე გოშაძემ მოსამართლეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა