War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩინეთის რეაქციას ველით იმის შესახებ, რაც ხდება

28.08.2025 ნახვები: 423

ჩინეთის რეაქციას ველით იმის შესახებ, რაც ხდება, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსების თავდასხმის შედეგად კიევში, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი.

„რუსეთი მოლაპარაკების მაგიდის ნაცვლად ბალისტიკურ რაკეტებს და ომის დასრულების ნაცვლად მკვლელობების გაგრძელებას ირჩევს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს შედეგების ჯერ კიდევ არ ეშინია. ჩინეთმა არაერთხელ გააკეთა მოწოდება ომის გაფართოების წინააღმდეგ და ცეცხლის შეწყვეტის მხარდასაჭერად, თუმცა ეს რუსეთის გამო არ ხდება. ჩვენ რეაქციას უნგრეთისგან ველით. პასუხს ველით ყველასგან, ვინც მშვიდობის მხარდამჭერ მოწოდებებს აკეთებდა, მაგრამ ახლა პრინციპული პოზიციის დაკავების ნაცვლად დუმს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, „რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო ახლა ნამდვილად მკაცრი სანქციების დროა“.

„ყველა საბოლოო ვადა დარღვეულია და დიპლომატიის ათეულობით შესაძლებლობა განადგურდა. რუსეთმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყოველი დარტყმისა და ამ ომის ყოველი დღისთვის“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა