საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა.
მისი მონაცემებით, დაშავებულია 48 ადამიანი.
იერიშის შედეგად კიევში დანგრეულია საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი. ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინაზე მასირებული იერიში 629 რაკეტისა და დრონის გამოყენებით მიიტანა, საიდანაც საჰაერო თავდაცვამ 589 გაანადგურა. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთის არმიამ გაუშვა 598 „შაჰედის“ დრონი, საიდანაც 563 ჩამოაგდეს ან გაუვნებელყვეს, „კინჟალის“ ორი აერობალისტიკური რაკეტა, რომელთაგან ერთი ჩამოაგდეს, „ისკანდერის“ ცხრა ბალისტიკური რაკეტა, რომელთაგან საჰაერო ძალებმა შვიდი გაანადგურეს, ასევე გაშვებული 20 ფრთოსანი რაკეტიდან 18 ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დაფიქსირდა დარტყმები 13 ადგილზე, ნამტვრევები კი 26 ადგილას ჩამოვარდა. საჰაერო განგაში ჯერ კიდევ გრძელდება ჩერნიგოვის, სუმისა და ხარკოვის ოლქებში.
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ