War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

ევრობასკეტის პირველ მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი 83:69 დაამარცხა

28.08.2025 ნახვები: 422

საქართველოს ნაკრებმა 2025 წლის ევრობასკეტზე პირველი მატჩი ესპანეთის წინააღმდეგ გამართა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ძალიან დამაჯერებლად, 83:69 დაამარცხა.

საქართველომ ევრობასკეტების გახსნითი ექვსი შეხვედრიდან ოთხი მატჩი მოიგო. 2011 წელს ბელგიას სძლია, 2013-ში – პოლონეთს, 2017-ში – ლიეტუვას, ხოლო 2025-ში – ესპანეთს.

ევროპის ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრები არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა, გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ არითმიის გამო ორი კვირა დაისვენა. მისი ესპანეთთან თამაში ბოლო მომენტამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. თუმცა ექიმებმა უფლება მისცეს და ისიც სასტარტოში ვიხილეთ – ბოლდუინი, სანაძე, მამუკელაშვილი, შენგელია, ბითაძე.

მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა, სერჟიო სკარიოლომ თქვა – საქართველო სიმაღლეშიც გვჯობნის და წონაშიც, ფარქვეშ მათი შეჩერება გაგვიჭირდებაო. ეს, ერთი მხრივ, კარგი კომპლიმენტი იყო ჩვენი გუნდის მისამართით, მაგრამ რეალობაც აღმოჩნდა.

საქართველო ფარქვეშ მეტოქეზე უკეთესი ნამდვილად იყო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. გამოცდილ ტანმაღალ ესპანელებს ძალიან უჭირდათ ფარქვეშ შესვლა და ქულების მოპოვება.

სკარიოლოს შეგირდები პერიმეტრიდან ცდილობდნენ ხეირის ნახვას. თუმცა დაცვაში საქართველო პერიმეტრზეც კარგად იდგა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა