War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

თინა ბოკუჩავა რვა პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართავს, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ

28.08.2025 ნახვები: 428

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა 8 პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართავს, პარტია "ფედერალისტების" ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.

თინა ბოკუჩავა თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ "ფეისბუქ გვერდზე" გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "მიზანი არ და ვერ ამართლებს საშუალებას, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ბავშვებს".

"მტკიცედ მწამს, რომ ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებ, სიძულვილს სიძულვილით, ამორალობას ამორალობით.

ივანიშვილის გახრწნილ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში, მას თუ დავემსგავსეთ სიძულვილში, ამორალობაში, ბოროტებაში, აუცილებლად დავმარცხდებით.

მე არ მჯერა პოლიტიკის ეთიკური ნორმების გარეშე, არც გამარჯვების მჯერა, რომელიც დაცლილია მორალისგან. მიზანი არ და ვერ ამართლებს საშუალებას, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ბავშვებს, მათ კეთილდღეობას, მათ უსაფრთხოებას, მათ ბედნიერებას.

რა განასხვავებს იმ ადამიანს ივანიშვილისგან, რომელიც ჩვენს შვილებს იჭერს, ცემს, აწამებს, წამლავს, აშინებს, ვინც თავადაც ივანიშვილის მსგავსად უდანაშაულო მცირეწლოვან ბავშვს ბრძოლის ინსტრუმენტად აქცევს? ვისაც შეუძლია ბავშვს აგინოს, დაწყევლოს? ეს ყოვლად დაუშვებელია და სცდება ყოველგვარ პოლიტიკურ თუ ადამიანურ მორალს.

ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასოდეს არაფერი მექნება საერთო.

მივმართავ რვა პარტიის ფორმატში მყოფ ყველა სხვა პარტიას, რომლებიც გავერთიანდით 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ, ერთობლივად მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ მოცემულობაში ამ განცხადების ავტორის რვიანთან ურთიერთობის დასრულების შესახებ", - წერს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, პარტია "ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქზე" კომენტარებში მის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებს მათივე "ფეისბუქის" პროფილიდან აღებული ბავშვების ფოტოების გამოყენებით უპასუხა.

მოგვიანებით თამარ ჩერგოლეიშვილმა ბოდიში მოიხადა და "ფეისბუქზე" დაწერა, "ასე აღარ მოვიქცევი - სხვანაირად ვიტყვი".

"უხამსი არარაობების პროფილზე (პროფილად ეყენათ არასრულწლოვანთა ფოტოები) ბავშვების საკითხზე: აშკარაა, რომ თუ აზრის გამოხატვა მინდოდა, მეტი დრო უნდა დამეხარჯა იმის სათქმელად, რომ სანამ ადამიანს პირად ცხოვრებაში ჩაუძვრებიან მიზოგინური შხამით, ძვირფასი ადამიანები წარმოიდგინონ მათ ნაცვლად. აზრი ეს იყო - სანამ ადამიანს რაღაცას დააბრალებ, წარმოიდგინე რომ შენთვის ძვირფას ადამიანს აბრალებენ იგივეს. ახსნის ნაცვლად ავდექი და მოკლეზე წავედი, პირდაპირ მათივე პროფილის ფოტოები მივუბრუნე უხეშ ილუსტრაციად იმისა, რისი თქმაც მინდოდა და ამისთვის ბოდიში. ასე აღარ მოვიქცევი - სხვანაირად ვიტყვი", - წერს ჩერგოლეიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა