პროკურატურა - 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია
ადვოკატი - ბაჩო ახალია არ ენდობა გამოძიებას და ჩვენება არ მისცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე - ეს ბუნდოვანია - პირიქით არის: მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული - მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში
მიხეილ სააკაშვილი - ქიმიური სკანდალი ლილუაშვილით გადაფარეს, ლილუაშვილი ახალაიათი
ანი ნადარეიშვილი - გამოკითხვაზე დამიბარეს, ვუთხარი, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდოდით, ნახევარ საათში, 30-მდე ავტომატიანი და ნიღბიანი შემოცვივდა
War update: 121 clashes on front line, 28 enemy assaults stopped in Pokrovsk sector
Russian army loses 840 troops over past day

თამარ ჩერგოლეიშვილი - გაუგებარია, ბოკუჩავას მუქარა რას ემსახურება

28.08.2025 ნახვები: 354

„ნაციონალური მოძრაობის“ დაბნეულ ფორმალურ თავმჯდომარეს ვპასუხობ, რვიანი არ არის არც პლატფორმა, არც გაერთიანება, რვიანში ვართ პარტიები, ვინც ვთანამშრომლობთ ოქტომბრის ფარსის ბოიკოტში, ამიტომ გაუგებარია, თუ არჩევნებში არ შედიან, რვიანი როგორ უნდა დაშალონ?“ – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გაუგებარია, რას ემსახურება თინა ბოკუჩავას მუქარა.

„ამას გარდა, 8-იანში შემავალ ყველა პარტიას ერთმანეთთან გვაქვს არაერთი განსხვავება. მაგალითად, ჩვენ, ფედერალისტებს და ჩვენს მხარდამჭერებს მორალურად და სისტემურად ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პიროვნების კულტს ჩამოკიდებული, ანემიური, არადემოკრატიული პარტია, სადაც არცერთ პოლიტიკოსს არ გააჩნია წონა და ყველა ნულია სააკაშვილის გარეშე. ჩვენ გვინდა, რომ ასეთმა პარტიებმა აღარ იარსებონ, მაგრამ იმის გამო, რომ ეროვნული ინტერესები ჩვენგან ერთობას ითხოვს, სადაც ეს შესაძლებელია, დიდ კომპრომისზე ვართ წასული არა მხოლოდ საკუთარ თავთან და პარტიასთან, არამეც ჩვენს მხარდამჭერებთანაც და ვმუშაობთ ისეთ პარტიებთანაც, რომლებიც მორალურად და პრინციპულად ჩვენთან შეუთავსებელი არიან (თუმცა არიან ისეთები, ვისთანაც კარგად გამოგვდის). ცხადია, გრძლად არ გამოვეხმაურები იმ სიყალბეს, რაც თიკა ბოკუჩავას კედელზე წავიკითხე – მას თავისი გაჭირვებია და საკუთარ პარტიაში პოზიციების გამაგრებას ცდილობს ახლა ამ ყალბი მაიმუნობით (მართლა მეცოდება, ისეთ დღეშია). მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი – ერთი მხრივ, თიკა ბოკუჩავას რვიანში ყოფნა, ხოლო მეორე მხრივ, ხაბეიშვილის ფლანგის გამუდმებული თავდასხმა რვიანზე, ისედაც შეუძლებელს ხდიდა „ნაციონალურ მოძრაობასთან მუშაობას“. ამდენად, გაუგებარია, ეს მუქარა რას ემსახურება – „ნაცმოძრაობა“ დე ფაქტო ისედაც გასული იყო რვიანიდან (მაგალითად, საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ბათუმის მარშში, ვინაიდან ბათუმის ორგანიზაცია ბოკუჩავას არ ემორჩილება). „ნაცმოძრაობა“ ყველა წარმატებული ღონისძიების შემდეგ შარზე იყო და წიხლებს იქნევდა.

ამ ყველაფერზე არ ვყვიროდით იმიტომ, რომ საერთო ამოცანა არ დაგვეზიანებინა 4 ოქტომბრამდე, თორემ გაუგებარია, ვინ საიდან უნდა გაირიცხოს ან გამოირიცხოს? როგორ და ვინ უნდა გამრიცხოს იქიდან, სადაც არ ჩავრიცხულვარ? რა საქმესაც ვაკეთებ, იმ საქმის კეთებიდან ვინმემ როგორ უნდა გამრიცხოს? ეგ რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ახლა ჩემთვის წიხლების ქნევაც ხომ არ მოგიწევდათ? ნუ, არაფერს ვიტყვი იმაზე, რა უბადრუკად ცდილობენ ჩემი შეცდომის გამოყენებას, რომლის გამოც მოვიბოდიშე, მათი ყეყეჩი ლიდერებისგან განსხვავებით. ამ ისტერიკაში მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ კრიზისი ჩანს და არა იმ პარტიების, ვინც რვიანში რეალურად ვმუშაობდით და ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩვენი მხარდამჭერები ამ ცირკის მაყურებელი გავხადე, my bad“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ რვა ოპოზიციურ პარტიას მიმართა, მიიღონ გადაწყვეტილება თამარ ჩერგოლეიშვილთან დაკავშირებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა