War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

უკრაინაში აშშ-ის საელჩო - მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმები მიუღებელია, პრეზიდენტმა ტრამპმა ცხადად განაცხადა - მკვლელობები უნდა შეწყდეს

29.08.2025 ნახვები: 381

მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმები მიუღებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, - ასე ეხმაურება უკრაინაში აშშ-ის საელჩო კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას.

„კიევში რუსეთის თავდასხმების სამიზნე კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, მათ შორის უკრაინული სახლები და შენობები, სადაც ევროკავშირის დელეგაცია და ბრიტანეთის საბჭოა განთავსებული. მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმები მიუღებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ მსხვერპლებს და მათ ოჯახებს. როდესაც საქმე ამ ომს ეხება, პრეზიდენტმა ტრამპმა ცხადად განაცხადა - მკვლელობები უნდა შეწყდეს და ორივე მხარე კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტაში უნდა ჩაერთოს“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსებმა 28 აგვისტოს ღამეს უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასიური შეტევა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა უკრაინას 629 საჰაერო თავდასხმის ობიექტით შეუტია. კიევში რუსული ძალების დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა