სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

საქართველოს „მექსიკანიზაცია"

06.01.2021 ნახვები: 1140

ავტორი: თენგიზ აბლოთია

საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან მოკლე მეხსიერება და ხედვის დაბალი ჰორიზონტი აქვს. ეს თვისება ზოგადად დამახასიათებელია კაცობრიობისთვის - ნებისმიერი ერში უმრავლესობა თუ არა დიდი ნაწილი მაინც საკუთარი ცხვირის იქეთ ვერ იხედება, და ეს ნორმალური მოვლენად აღიქმევა - ძნელია რიგით ადამიანებს ანალიტიკოსობა და ექსპერტობა მოსთხოვო.
თუმცა, რაც უფრო ჩამორჩენილია ქვეყანა და რაც უფრო გაუნათლებელია ერი - მით უფრო ნაკლებად აანალიზებენ ადამიანები იმას, რასაც ირგვლივ ხედავენ. მით ნაკლებად აცნობიერებენ ისინი კავშირს საკუთარ ქმედებებს და მათ ირგვლივ შექმნილ მდგომარეობას შორის.
მოკლე მეხსიერება ასევე ჩამორჩენილ ერებს ახასიათებს, და ამას ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავთ - ქართველ ხალხს საკუთარი წარსული ძალიან სწრაფად ავიწყდება და ერთსა და იგივე შეცდომას მუდმივად იმეორებს.
მაგალითად, ბოლო წლებში ისევ ამოტივტივდა ე.წ. „ფინანსური პირამიდების" პრობლემა, რომელმაც 30 წლის წინ მთელი თაობების დანაზოგები შეიწირა. ათწლეულები გავიდა, და სულ ტყუილად.
დღეს, 2021 წელს, ისევე როგორც 1991-ში ადამიანები სახლებს ყიდიან, უცხოეთში წვალებით დაგროვილ თანხებს, ათობით ათას დოლარს ისეთ თაღლითებს აბარებენ, რომლებისთვისაც ხელის ჩამორთმევაც კი საშიშია - მერე უნდა დაითვალოთ ადგილზეა თუ არა ყველა თითი.
1991 წელს ამ საოცარ, ფენომენალურ მიამიტობას რაღაც ახსნა ჰქონდა - გამოუცდელობა. დღეს, 2021-ში, როდესაც იგივე თაობის ხალხს ზუსტად ისევე დაუფიქრებლად მიაქვს ფული პირამიდებში - მოკლე მეხსიერების გარდა, ამას სხვა ახსნა არ გააჩნია. ადამიანები დასკვნას არათუ სხვების, არამედ საკუთარი შეცდომებიდან არ აკეთებენ - იმდენად მოკლეა მათი მეხსიერება და სუსტია ელემენტარული ანალიზის უნარი.
ეს გლობალური პრობლემაა და ამაზე დიდწილადაა დამოკიდებული არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების, არამედ ქვეყნების ბედი.
მსოფლიოში ათობით ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობა 150 ან 200 წლის წინ მიიღო, თუმცა, ამ წლების მიუხედავად, მათთან არაფერი იცვლება - საუკუნეების მანძილზე ისინი ერთ წრეზე დადიან და სიღრმისეული ცვლილებები მათთან ან არ ხდება, ან ხდება ძალიან ნელა.
იქაც პრობლემაა მოკლე მეხსიერება და ანალიზის სუსტი უნარი. ბევრი ასეთი ქვეყანა ეკონომიკური საკმაოდ ძლიერია, მაგალითად მექსიკა, რომელსაც ძლიერი მრეწველობაც კი აქვს, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა მენტალურად ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისშია.
მექსიკელები ათწლეულები ირჩევენ კორუმპირებულ პოლიტიკოსებს, ცხოვრობენ ბარაკებში, ყიდიან ნარკოტიკებს შტატებში და ერთმანეთს ბანდიტურ გარჩევებში კლავენ.
ქვეყნებს, რომლებსაც საკუთარი წარსულის გაანალიზების უნარი და მოძველებული წეს-ჩვეულებების გადახედვის უნარი არა აქვთ - ვერასდროს წავლენ წინ.
ჯერ-ჯერობოთ ძნელი სათქმელია, შედის თუ არა საქართველო ამ კატეგორიაში - ეს ძალიან მძიმე საკითხია, რადგანაც დადებითი პასუხი ამ კითხვაზე ქვეყნის სრულ უპერსპექტივობას და სამუდამო ჩამორჩენას ნიშნავს.
დღეს ისე ჩანს, რომ ქართველი ერი ნამდვილად ასეთი ერების რიცხვშია, თუმცა, საბოლოო პასუხის გაცემას ამ შეკითხვაზე ათწლეულები სჭირდება.
დღეს ქართველების უმრავლესობა საკუთარ წარსულს ვერ იაზრებს და ვერც საკუთარ საქციელს და თავისივე სიდუხჭირეს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს აცნობიერებს.
ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქონება თაღლითს ჩააბარა, დღეს პროკურატურასთან საპროტესტო აქციებს ატარებს. ის, ვინც მთელი თავისი ქონება აზარტულ თამაშებს და ნარკოტიკებს შესწირა, გულწრფელად დარწმუნებულია, რომ მთელი საზოგადება ვალდებულია დაეხმაროს მას.
დაუკვირდით - რას ამბობს ხალხი ქუჩაში, როდესაც მათ ტელეჟურნალისტები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ეკითხებიან? ერთსა და იგივეს - „გვიჭირს, რას გვიშვება ეს მთავრობა", და ა.შ.
თუმცა, ამავე დროს ქუჩაში პროტესტის გამოსახატავად იმდენად მცირე რაოდენობა გამოდის, რომ იქმნება მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრებით კმაყოფილია.
სინამდვილეში ეს არა კმაყოფილების, არამედ დაბალი ჰორიზონტის პრობლემაა. ადამიანთა უმრავლესობა ვერ ხედავს კავშირს საკუთარ პასიურობას და სიღატაკეს შორის. მათი აზრით, ისინი არც არიან ვალდებულები რამე მოიმოქმედონ და ეს სხვამ უნდა აკეთოს.
„ოპოზიცია არ ვარგა!" - ამბობენ ადამიანები, რომლებიც არც ერთ საპროტესტო აქციაზე არ გასულან. ოპოზიცია რომ სუსტია, ან/და არ ვარგა - ეს ცხადია, თუმცა, მეხსიერების და პირადი პასუხისმგებლობის არმქონე საზოგადოება ბევრად უარესია.
საქართველოში კატასტროფულად გაიზარდა ელექტროენერგიის და გაზის ტარიფები - მთავრობა ამაზე პასუხისმგებელია არა პირდაპირ, არამედ იმის გამო, რომ 8 წლის მანძილზე არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში რაღაც ეკონომიკა მაინც შეექმნა.
8 წელია ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება რომელიც სრულიად კმაყოფილია იმით, რომ მათხოვარ და არაფრის მკეთებელ ქვეყანას ხელმძღვანელობს.
თუმცა, ისინი, ვინც დღეს გაზის და დენის ტარიფებზე წუწუნებს, საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებენ.
მათი პასუხისმგებლობაა, რომ „ქართულ ოცნებას" რომელიც სინამდვილეში ძალიან სუსტია, არავის არ ეშინია. სწორედ ეს, მუდმივად მტირალა და მოწუწუნე, მაგრამ არაფრისმკეთებელი ადამიანები არიან მისი ნამდვილი დასაყრდენი, და არა „გომელეურის ლაშქარი".
ადამიანები ვერ ხედავენ კავშირს მათ სიღატაკეს და პასიურობას შორის, ვერ ხვდებიან, რომ მათი მხრიდან საპროტესტო აქციებში მონაწილეობაზე უარის თქმა - ირიბად გაზის და დენის გაძვირების მიზეზიცაა.
ქართველების უმრავლესობა - ზრდასრული ადამიანის ტყავში დამალული ბავშვია. ინფანტილურობა და უპასუხისმგებლობა - სწორედ ეს, ერთხელაც მოუღებს ბოლოს ამ ქვეყანას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა