პროკურატურა - 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია
ადვოკატი - ბაჩო ახალია არ ენდობა გამოძიებას და ჩვენება არ მისცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე - ეს ბუნდოვანია - პირიქით არის: მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული - მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში
მიხეილ სააკაშვილი - ქიმიური სკანდალი ლილუაშვილით გადაფარეს, ლილუაშვილი ახალაიათი
ანი ნადარეიშვილი - გამოკითხვაზე დამიბარეს, ვუთხარი, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდოდით, ნახევარ საათში, 30-მდე ავტომატიანი და ნიღბიანი შემოცვივდა
War update: 121 clashes on front line, 28 enemy assaults stopped in Pokrovsk sector
Russian army loses 840 troops over past day

ლევან ხაბეიშვილი - რატომ არ არის 50 დღის თავზე ექსპერტიზის დასკვნა, თორნიკე რიჟვაძემ თავად ისროლა თუ ესროლეს?

29.08.2025 ნახვები: 362

ალექსი ახვლედიანი, რომლის სახლშიც და რომლის იარაღიდანაც მოხდა გასროლა, თავისუფლად რატომ დადის? - 50 დღის განმავლობაში გამოიკითხა თუ არა თავად თორნიკე რიჟვაძე? ახლა არ დაიწყოთ, საავადმყოფო და ა.შ. უკაცრავად, მაგრამ ერთ თვეზე მეტია, ეს კაცი აბსოლუტურად თავისუფლად გადაადგილდება. თუ გაინტერესებთ მისამართი, მე გეტყვით, სად შეიძლება ნახვა, მეტიც ჩაიზე! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, არსებულ კითხვებზე პასუხებია გასაცემი, მათ შორის, ერთ-ერთი კითხვაა ის, თუ რატომ არ არის ამ დრომდე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა - თორნიკე რიჟვაძემ თავად ისროლა თუ ესროლეს.

„50 დღეში, ცხადია, სრულყოფილად უნდა არსებობდეს პასუხები - თავად ისროლა, ზურგში ესროლეს, თუ როგორ მოხდა, რა ტრაექტორიით მოხდა გასროლა. ამ დრომდე ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს, არავის გვინახავს, გარდა კონკრეტული სპიკერების ბოდვებისა, რომ „ასე იყო, თუ ისე იყო“. არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა!

მეორე - ვინ იყო ადგილზე, მკვლელობის მცდელობის დღეს, ვინ იყო თორნიკე რიჟვაძესთან ერთად სახლში, საგარეჯოში. ოფიციალური ვერსია პროკურატურას ამ დრომდე არ უთქვამს. ათას სისულელეზე მოისმენთ ბრიფინგს, მაგრამ 50 დღეზე მეტი გავიდა და ამ დრომდე, არავინ ვიცით, იმ დღეს, იმ სახლში ვინ იმყოფებოდა?! არსებობს ეჭვი, იყვნენ თუ არა მამუკა მდინარაძე და გეკა გელაძე, შს მინისტრად წოდებული იმ დღეს, იმ სახლში.

ვიღაცები კომენტარს რომ აკეთებენ, მამუკა მდინარაძე არ იყოო - არა. პროკურატურას ოფიციალური ვერსიით არ უთქვამს, იყო იმ დღეს იმ სახლში თუ არ იყო. არც ე.წ. შს მინისტრზე არავის უთქვამს, რომ გეკა იყო იმ დღეს იქ, თუ არ იყო. კომენტარები არ გვაინტერესებს. ზარქუა და ვოლსკი, რას იტყვიან და მერე „ტროლ-ბოტობას“ რას დაავალებენ, ეს არა. ჩემს სახლში რომ მომხდარიყო მსგავსი რამ, მეზობლებიდან დაწყებული, პროკურატურა ყველას გაგაცნობდათ.

მესამე - 50 დღეზე მეტი გავიდა და პროკურატურას არანაირი კამერის ჩანაწერები არ გაუსაჯაროებია. არ უჩვენებია, რა ავტომობილებით მივიდნენ, ვინ იყო სახლში, ეს კამერები არსებობს ამ მდიდარი ადამიანის სახლში, სადაც ეს მოხდა. თავად ამბობს, რომ მდიდარი ვარ და 50 000 ლარს ნახევარ საათში გადავიხდიო, ასე უთხრა სასამართლოს. გამოძიებასთან ეს სამი ძირითადი შეკითხვაა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ახლა, ვინც ამ საქმის შეკერვით არის დაკავებული, სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის. ასევე, ალექსი ახვლედიანი,რომლის სახლშიც და რომლის იარაღიდან მოხდა შემთხვევა, ეს კაცი, თავისუფალი რატომ დადის? მინდა, რომ „ქოცმა“ კარგად გაიგოს, ჩემს სახლში რომ მომხდარიყო, ჩემი იარაღით მკვლელობის მცდელობა რომ ყოფილიყო, თქვენი აზრით, გარეთ ვიქნებოდი? ეს კაცი რომ დაბოდიალებს და ამ დრომდე ეარ ვიცით, თვითმკვლელობა იყო, ესროლეს, ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოუდგენიათ და ეს კაცი, თავისუფლად, როგორ გადაადგილდება? რა კომენტარებსაც იძლევა, ხომ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვთქვათ, რომ თავისუფლების სანაცვლოდ ლაპარაკობს. 50 დღის განმავლობაში, გამოიკითხა თუ არა თავად თორნიკე რიჟვაძე? ახლა არ დაიწყოთ, საავადმყოფო და ა.შ. უკაცრავად, მაგრამ ერთ თვეზე მეტია, ეს კაცი აბსოლუტურად თავისუფლად გადაადგილდება. თუ გაინტერესებთ მისამართი, მითხარით, გეტყვით, სად შეიძლება ნახვა, მეტიც, ჩაიზე! ეს არის ლეგიტიმური შეკითხვები, რომელიც 50 დღის თავზე აქვს საზოგადოებას, ამიტომ ნება იბოძეთ და პასუხები გაეცით“, -განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა