War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

გიგა ბოკერია - თამარ ჩერგოლეიშვილი ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერია და მეც მეკუთვნის ბოდიშის მოხდა

29.08.2025 ნახვები: 445

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო, თავადაც ბოდიშს იხდის და აღნიშნავს, რომ „ასეთი პასუხი ცალსახად დაუშვებელია“.

როგორც ის აცხადებს, სწორედ იმიტომ, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი მათი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული ლიდერია, ბოდიშის მოხდა მასაც უწევს.

ამასთან, ბოკერია ფაქტს „სერიოზულ შეცდომას“ უწოდებს.

„ორ საკითხს მინდა გამოვეხმაურო. პირველი ეხება სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილის კომენტარს, მის წინააღმდეგ უხამსი ცილისწამების საპასუხოდ. ასეთი პასუხი ცალსახად დაუშვებელია.

სოციალურ ქსელში ხშირად ვხვდებით ბინძურ ბრალდებებს, მაგრამ ეს არანაირად ამართლებს თამარის რეაქციას. მან მალევე მოუბოდიშა საზოგადოებას. თამარ ჩერგოლეიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული ლიდერია და ამიტომ მეც მეკუთვნის ამ ინციდენტის გამო ბოდიშის მოხდა. ამ დაუშვებელი რეაქციის ანატომიის ახსნა არ ემსახურება მის გამართლებას - მხოლოდ სერიოზული შეცდომის მიზეზის განმარტებაა.

მეორე საკითხია ამ ინციდენტის გამოყენება „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული საჯარო ფიგურების მიერ. აშკარაა, რომ მათ ეს ინციდენტი ხელსაყრელ საბაბად ჩათვალეს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ უჭირს ნებისმიერი თანამშრომლობა, სადაც მათ პარტიას და მათ ლიდერს, პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილს ცენტრალური ადგილი არ უკავია და სადაც ღიად აკრიტიკებენ მათი ლიდერის და სხვა ფიგურების უპასუხისმგებლო ნაბიჯებს თუ გამონათქვამებს. ამას თან ერთვის ამ პარტიის შიგნით არსებული ღრმა კრიზისი. „ფედერალისტები“ კი ყოველთვის აუცილებლად მივიჩნევდით და მივიჩნევთ, კრიტიკულად გამოვეხმაუროთ იმას, რაც ჩვენი აზრით, საპროტესტო მოძრაობას აზიანებს. ამასთან ერთად, ჩვენ საჭიროდ მივიჩნევთ თანამშრომლობას განსხვავებული შეხედულებების, ზოგჯერ კი განსხვავებული ფასეულობების მქონე პოლიტიკურ ძალებს შორისაც იმ საკითხებზე, რაც გვაერთიანებს. ასეთი ამოცანა იყო და არის ივანიშვილის რეჟიმის მიერ დადგმული, ე.წ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების ფარსის დელეგიტიმაცია.

ამჟამად, ჩვენი პრიორიტეტი 13 სექტემბრის საპროტესტო აქცია და ამის შემდეგ საპროტესტო მოძრაობის გაფართოებაა, რაც ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლებიდან ჩამოცილებით უნდა დასრულდეს“, - აღნიშნავს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, პარტია "ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქზე" კომენტარებში მის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებს მათივე "ფეისბუქის" პროფილიდან აღებული ბავშვების ფოტოების გამოყენებით უპასუხა.

მოგვიანებით თამარ ჩერგოლეიშვილმა ბოდიში მოიხადა და "ფეისბუქზე" დაწერა, "ასე აღარ მოვიქცევი - სხვანაირად ვიტყვი".

აღნიშნულს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გამოეხმაურა. თინა ბოკუჩავამ რვა პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართა, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა