კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში იტალიასთან დამარცხდა

ნახვები: 486 ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში იტალიასთან დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2025 წლის ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი იტალიასთან გამართა და 62:78 დამარცხდა.

მატჩის წინ ყველანაირი სტატისტიკით უპირატესობა იტალიას ჰქონდა – მათ ჩვენს გუნდთან ცამეტივე თამაში მოიგეს, ხოლო საქართველომ ევრობასკეტებზე ჩატარებული 31 მატჩიდან ზედიზედ ორში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა – 2015 წელს ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ხორვატიასთან.

ეს იყო სხვადასხვა სტილის გუნდების შეხვედრა. საქართველოს გაცილებით ტანმაღალი და ფიზიკურად ძლიერი წინახაზელები ჰყავს, რომელთა შეჩერება მეტოქის მწვრთნელის, ჯანმარკო პოცეკოს მთავარი ამოცანა იყო.

მატჩის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა – 32:32. საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი იყო შეხვედრის მეორე პერიოდში, რომელიც 22:14 მოიგო.

მეორე ტაიმში უპირატესობა პოცეკოს გუნდის მხარეს გადავიდა. იტალიას თამაშის მოგების ერთ-ერთ მთავარ გზად სამქულიანები ესახებოდა. ეს თავიდანვე კარგად გამოჩნდა, ხოლო მესამე მეოთხედში იტალიელები პერიმეტრიდან განსაკუთრებით ზუსტები იყვნენ.

გადამწყვეტი გაქცევა იტალიამ მესამე მეოთხედის შუაში მოაწყო, ხოლო მეოთხე მეოთხედის პირველ სამ წუთში საქართველომ ქულა ვერ აიღო, როცა იტალიამ 10 ქულა მოაგროვა. შეხვედრის დასასრულს მსაჯების შეურაცხყოფის გამო თორნიკე შენგელიას მოედანი დაატოვებინეს, მას მატჩის განმავლობაში შედეგიანი ტყორცნა არ ჰქონია.

ყველაზე შედეგიანი საქართველოს ნაკრების რიგებში 22 ქულით გოგა ბითაძე იყო, 13 ქულა ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, 9 ქულა – კამარ ბოლდუინს, 8 – დუდა სანაძეს, 7 – ბექა ბურჯანაძეს, 3 – რატი ანდრონიკაშვილს. მეტოქის მხრიდან გამორჩეული 15 ქულით სალიუ ნიანგი გახლდათ.

შედეგად, ჯგუფური ეტაპის ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი გამარჯვება და ერთი მარცხია, მომდევნო მატჩს ევრობასკეტზე 31 აგვისტოს საბერძნეთთან ჩავატარებთ, შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა