კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

საქართველოს გეოპოლიტიკურ მომავალს „ოცნებამ“ ცელი გამოუსვა - გრიგოლ გეგელია

ნახვები: 478 საქართველოს გეოპოლიტიკურ მომავალს „ოცნებამ“ ცელი გამოუსვა - გრიგოლ გეგელია

პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენ მაღალი ალბათობით დავკარგავთ უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმს, „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედთა ბანდფორმირებას ეკისრება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ქართველს უნდა ესმოდეს, რომ ვიდრე „ბოროტმოქმედი ბანდფორმირება“ მართავს სახელმწიფოს, ქვეყანას არანაირი ევროპული ინტეგრაცია, მშვიდობა და კეთილდღეობა არ ექნება.

„დღეს არის თარიღი, რომელსაც ელოდა საქართველო და სრულიად ცივილიზებული მსოფლიო. ეს არის დღე, რომელიც საბოლოოდ არქმევს სახელს „ქართული ოცნების“ პრორუსულ რეჟიმს, რომელმაც არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ მილიონობით ქართველს უვიზოდ მიმოსვლის საშუალება შეენარჩუნებინა. ეს არის დღე, როდემდეც „ქართულ ოცნებას“ უნდა ეთქვა, რომ ის კრიზისის განმუხტვას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ახალი არჩევნების ჩატარებას და იმ რვა საკვანძო მიმართულებით ყველაფრის გაკეთებას აპირებს იმისთვის, რომ ქართველებმა უვიზო მიმოსვლა არ დაკარგონ. აქედან „ქართული ოცნების“ რეჟიმს არათუ არაფერი არ გაუკეთებია სასიკეთოდ, არამედ ყველაფერი საპირისპირო მიმართულებით, რუსული პოლიტიკური ინტერესის გასახარებლად და საქართველოში თავისუფლების ბასტიონის - ჩვენი არასამთავრობოების წინააღმდეგ საბრძოლველად გააკეთა.

ჩვენ უამრავი მაგალითი გვახსოვს წლების განმავლობაში, როდესაც ყველაზე ძირეულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და კრიტიკულ მომენტებში „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა რუსული ნაბიჯები და არ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც თქვენი, თქვენი ოჯახების, საზოგადოების და ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების სამსახურში იქნებოდა. ჩვენ ახლა ერთ ასეთ მომენტს ვხედავთ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ცელი გამოუსვა საქართველოს გეოპოლიტიკურ მომავალს, როდესაც მათ ღიად უარყვეს ჩვენი შანსები და მომავალი. მათ გაწირეს შესაძლებლობა, რომ უვიზოდ გადავადგილდებოდეთ ევროპული კავშირის მასშტაბით, რაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და პერსონალურ შანსსა და საშუალებას წარმოადგენს ქართველისთვის.

შესაბამისად, მთელი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, იმაზე, რაც შემდგომში იქნება, რაზეც ჩვენ ევროპული კავშირის ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფომ გაგვაფრთხილა, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენ მაღალი ალბათობით დავკარგავთ უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმს, „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედთა ბანდფორმირებას ეკისრება. ყველა ქართველს უნდა ესმოდეს, რომ ვიდრე ეს ბოროტმოქმედი ბანდფორმირება მართავს ჩვენს სახელმწიფოს დე ფაქტო რეჟიმში, ჩვენ არანაირი ევროპული ინტეგრაცია, არანაირი მშვიდობა და არანაირი კეთილდღეობა არ გვექნება. ამიტომ, გამოდით, ვიბრძოლოთ, დავიბრუნოთ ეს ქვეყანა და ეს სახელმწიფო დავუბრუნოთ მის ისტორიულ, ევროპულ გეზს“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა