War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

ვოლოდიმირ ზელენსკი - ანდრეი პარუბის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

01.09.2025 ნახვები: 402

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი თავმჯდომარის, ანდრეი პარუბის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

„უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვასილ მალიუკმა მომახსენეს ანდრეი პარუბის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ. მადლობას ვუხდი სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი და კოორდინირებული მუშაობისთვის. ამ საშინელი მკვლელობის ყველა გარემოება უნდა გაირკვეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მიმდინარეობს საჭირო საგამოძიებო მოქმედებები.

ზელენსკიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ გენერალურ პროკურორს, რუსლან კრავჩენკოსაც ესაუბრა.

„მან ანდრეი პარუბის მკვლელობაში ეჭვმიტანილთან დაკავშირებით შემდგომი პროცედურული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მომაწოდა. არსებობს ეჭვმიტანილის პირველი ჩვენება. ამჟამად ტარდება დამატებითი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ამ მკვლელობის ყველა გარემოების დასადგენად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ლვოვში უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი თავმჯდომარე, ანდრეი პარუბი მოკლეს. ანდრეი პარუბი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე 2016 წლის 14 აპრილიდან 2019 წლის 28 აგვისტომდე იყო. ასევე იყო მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევების პარლამენტის წევრი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა