War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

ალეკო ელისაშვილი - კაცი, რომელიც 8 წელია თბილისის მერია, ახლა ამბობს, ტენდერს ვაცხადებ „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის“ მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების გასაკეთებლადო

01.09.2025 ნახვები: 393

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თბილისის მერს კახა კალაძეს მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდა, რომ „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის“ მეტროსადგურების ამოსასვლელები უნდა გახსნას. როგორც ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის მერი კორუფციაშია ჩაფლული და ხალხის ფულს იპარავს.

„ძალიან კარგად იცოდა კალაძემ, რომ არსებობს „ახმეტელის მეტროს“ მეორე ამოსასვლელი, რამდენიმე დღის წინ ვაჩვენეთ კიდეც და რომ ვაჩვენეთ მეორე ჩასასვლელი, რომ დაუმთავრებელია, ლპება, უზარმაზარი ფული იხარჯება იქიდან წყლის ამოღებაში, შემდეგ გაიღვიძა მექრთამე კალაძემ და რამდენიმე დღის წინ ქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოვიდა და თქვა, რომ ტენდერს აცხადებს. კაცი, რომელიც 8 წელია არის თბილისის მერი და არჩევნებამდე დარჩენილია თვეზე ოდნავ მეტი, ახლა ამბობს, ტენდერს ვაცხადებ მარჯანიშვილის და ახმეტელის მეტროს მეორე ამოსასვლელის გასაკეთებლადო. აქამდე სად იყო? არ იცოდა? თვლემდა? ეძინა? გასაგებია, რითაც იყო დაკავებული - დიდი ნიჩაბი ეკავა და იპარავდა ფულს. მარჯანიშვილის ამოსასვლელს აუცილებლად გავაკეთებთ. ამ ამოსასვლელის ამოქმედების შემდეგ, მოსახლეობას შვება ექნება. ახმეტელის მეტროს ამოსასვლელსაც გავაკებთ და ყველაფერს 4 ოქტომბრის შემდეგ მას მერე, რაც გავყრით ამ მექრთამეებს, ამ ქალაქსაც მივხედავთ და მოსახლეობაზეც ვიზრუნებთ“,-განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, კახა კალაძეს „ხალხის ინტერესი არ ადარდებს და წინასაარჩევნოდ თბილისის მოსახლეობას დასცინის“.

„ქალაქის მერი არის თბილისის ისტორიაში ყველაზე მექრთამე და არაფრის მაქნისი“,- განაცხადა ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა