War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გიორგი ბაჩიაშვილს, 11-წლიანი პატიმრობის შეფარდების გამო, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა

01.09.2025 ნახვები: 393

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუუქმა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. კერძოდ, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ბაჩიაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა. როგორც ვაჟა თოდუამ განაცხადა, ბაჩიაშვილს უკვე მისჯილი აქვს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ის არ საჭიროებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას.

როგორც ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა, ის პირველად დაეთანხმა ბრალდების მხარეს.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულები უნდა გამოეკვლიათ, თუმცა, ის გადაიდო.

პროცესს ესწრებოდა როგორც გიორგი ბაჩიაშვილი, ასევე მისთვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული შოთა ქარუმიძე.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა იქამდე დატოვა, ვიდრე მას "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ.

პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.

რაც შეეხება ქარუმიძეს, მას ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა