კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

აშშ-ის სახაზინო მდივანი - პუტინმა ყველაფერი იმის საპირისპიროდ გააკეთა, რაც თქვა

ნახვები: 428 აშშ-ის სახაზინო მდივანი - პუტინმა ყველაფერი იმის საპირისპიროდ გააკეთა, რაც თქვა

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, - ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„პუტინმა ანკორიჯში შეხვედრის შემდეგ, სატელეფონო საუბრის შემდეგ, როდესაც ევროპელი ლიდერები და ზელენსკი თეთრ სახლში იმყოფებოდნენ, ყველაფერი იმის საპირისპიროდ გააკეთა, რაც მან თქვა. პირიქით, მან საზიზღარი ფორმებით, დაბომბვის კამპანია გააძლიერა. ასე რომ, ვფიქრობ, ტრამპის მიერ ყველა ვარიანტი განიხილება და მიმდინარე კვირაში ამას უფრო დეტალურად განვიხილავთ“, - განაცხადა სკოტ ბესენტმა.

ბესენტმა აშშ-სა და ინდოეთს შორის ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა.

„ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატიაა. მათი ღირებულებები უფრო ახლოს არის ჩვენთან და ჩინეთთან, ვიდრე რუსეთთან. ვფიქრობ, საბოლოოდ, ორი დიდი ქვეყანა ამ პრობლემას მოაგვარებს. მაგრამ, ინდოელები კარგი აქტორები არ ყოფილან რუსული ნავთობის შეძენისა და გაყიდვის და უკრაინაში რუსეთის ომის დაფინანსების კუთხით“, - აღნიშნა ბესენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა