War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

„ლელო-ძლიერი საქართველო“ - ივანიშვილის მსახურმა სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ დაგვანახა სისტემის მორჩილება რუსული რეჟიმის მიმართ

02.09.2025 ნახვები: 419

ივანიშვილის მსახურმა სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ დაგვანახა სისტემის მორჩილება რუსული რეჟიმის მიმართ და სინდისის პატიმრებს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, აღნიშნულია რომ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ პოლიტიკური გუნდი აგრძელებს ბრძოლას სინდისის პატიმრების გასათავისუფლებლად მათ შორის საერთაშორისო ველზე,

„ძლიერი საქართველო- ლელოს“ წევრების, ვეფხია კასრაძის და ვასილ კაძელაშვილის საქმეზე სასამართლოს დღეს უკან დახევა მოუწია და ბრალის აბსურდულობის გამო იძულებული გახდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდება გადაეკვალიფიცირებინა, თუმცა 2 წლით და 6 თვით ისინი მაინც პატიმრობაში გაუშვა.

დღეს გამოცხადებული განაჩენით დადასტურდა, რომ არანაირ ჯგუფურ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და ის ბრალი რაც სასამართლომ დაადგინა, ასეთივე აბსურდულია, რაც კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ სინდისის პატიმრების მიმართ რეჟიმი პოლიტიკურ რეპრესიებს ახორციელებს.

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ პოლიტიკური გუნდი აგრძელებს ბრძოლას სინდისის პატიმრების გასათავისუფლებლად მათ შორის საერთაშორისო ველზე, რომ ეს რეჟიმი იყოს ბოლომდე არაღიარებული და დელეგიტიმირებული.

ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, სანამ ყველა უკანონო პატიმარი არ გათავისუფლდება და ეს რეჟიმი არ დასრულდება!

პირობას ვდებთ, რომ ვინც ამ უსამართლობაში მიიღო მონაწილეობა, ძალოვანი იქნება ის, თუ მოსამართლე, თავად მიეცემა სამართლებრივ პასუხისგებაში! - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა