War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის დარტყმებს ვუპასუხებთ, რათა აუცილებლად იგრძნოს თავისი თავხედობის შედეგები

03.09.2025 ნახვები: 436

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი თავხედურად აგრძელებს უკრაინაზე დრონებით თავდასხმებს.

„რუსების თავხედობა იზრდება: ისინი დღის განმავლობაში სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს უკრაინას ათობით თავდასხმის დრონით. ეს არის რუსეთის მხრიდან აშკარა უპატივცემლობა ყველაფრის მიმართ, რასაც მსოფლიო ომის დასასრულებლად აკეთებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსებმა „ფაქტობრივად, უარყვეს ის, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა - ლიდერების შეხვედრის შესახებ, რომელიც ომის დასასრულებლად აუცილებელია“.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა რუსეთის დარტყმებს უპასუხებს.

„ახლა ჩვენ ვხედავთ რუსული ძალების კიდევ ერთ თავმოყრას ფრონტის ზოგიერთ ნაწილში. რუსეთი აგრძელებს დარტყმებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვუპასუხებთ. ჩვენ ვუპასუხებთ, მათ შორის ასიმეტრიულად, რათა რუსეთმა აუცილებლად იგრძნოს თავისი თავხედობის შედეგები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა