პროკურატურა - 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია
ადვოკატი - ბაჩო ახალია არ ენდობა გამოძიებას და ჩვენება არ მისცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე - ეს ბუნდოვანია - პირიქით არის: მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული - მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში
მიხეილ სააკაშვილი - ქიმიური სკანდალი ლილუაშვილით გადაფარეს, ლილუაშვილი ახალაიათი
ანი ნადარეიშვილი - გამოკითხვაზე დამიბარეს, ვუთხარი, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდოდით, ნახევარ საათში, 30-მდე ავტომატიანი და ნიღბიანი შემოცვივდა
War update: 121 clashes on front line, 28 enemy assaults stopped in Pokrovsk sector
Russian army loses 840 troops over past day

აშშ-ის ჰელსინკის კომისია 10 სექტემბერს საქართველოს შესახებ მოსმენას გამართავს - „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“

03.09.2025 ნახვები: 333

ჰელსინკის კომისია 10 სექტემბერს მოსმენას „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ გამართავს, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

„საქართველო ერთ დროს აშშ-ის მთავარი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მეტოქეებთან ურთიერთობებს აღრმავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინსტიტუტები დაასუსტა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით, ამავდროულად კი, აშშ-ის კომპანიებისთვის შუა დერეფნის ვაჭრობასა და ცენტრალური აზიის იშვიათ მინერალებზე წვდომის დაბლოკვით. მათ დაიჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლები, გამოიყენეს ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვეს ძალაუფლების დათმობაზე არჩევნების შემდეგ, რომელიც არალეგიტიმურად ფართოდ იქნა აღიარებული. ეს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს დაუყოვნებელ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადების თანახმად, „მოსმენაზე საქართველოს ავტორიტარიზმისკენ გადახვევის გლობალურ შედეგებს განიხილავენ“.

„ასევე, მოწმეები განიხილავენ აშშ-ის პოლიტიკურ ვარიანტებს, მათ შორის ორპარტიული „MEGOBARI აქტის“ მიღებას, ქართველი ხალხის დასახმარებლად, რომელიც დამოუკიდებლობისა და აშშ-თან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეხვედრაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინათინ ხიდაშელს და ჰადსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს ლუკ კოფის მოუსმენენ.

მოსმენა 10 სექტემბერს თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა