18 ივლისს, გეგე დადიანის რომანის „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ წარდგენა გაიმართება
მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნჰემი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა — ვინ არის დიდი ბრიტანეთის სავარაუდო მომავალი პრემიერ-მინისტრი?
ზურაბ ჩხაიძე: მურთაზ ზოდელავას მდგომარეობა სტაბილურია, ინსულტზე საუბარი არ არის
სააკაშვილი: მურთაზ ზოდელავამ ციხეში ორჯერ ინსულტი გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში „ვივამედში“ გადაიყვანეს
ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours

უკრაინა იმსახურებს, განსაკუთრებულ რეჟიმში მიმდინარეობდეს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვა-სამადაშვილი

06.03.2022 ნახვები: 523

პარტია „ლელოს" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია აბსოლტურად გასაგებია ერთი მხრივ იმიტომ, რომ დღეს უკრაინაში არსებული ვითარება განსხვავდება და უკრაინა იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განსაკუთრებულ რეჟიმში განხილვას.

ამავდროულად, სალომე სამადაშვილის შეფასებით, საქართველოს პოზიციებს არ აძლიერებს ისიც, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რომლებმაც უკრაინასთან სტრატეგიულ ურთიერთობებში საგრძნობი ზიანი შეიტანა და გადაწყვიტა, სინქრონიზირება არ გაუკეთოს საკუთარ პოლიტიკას ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით.

სალომე სამადაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სამოქმედო გეგმა უნდა წარმოადგინოს.

„ყველას გვესმის, რომ მართლაც არის არაორდინალური ვითარება. უკრაინაში მიმდინარე ომმა გამოიწვია საერთოდ დღის წესრიგში გაჩენა ამ საკითხის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება მოხდეს უკრაინისთვის. ამიტომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები ერთი მხრივ იმიტომ, რომ მართლაც ის ვითარება, რაც არის დღეს უკრაინაში, განსხვავდება და უკრაინა იმსახურებს იმას, რომ განსაკუთრებულ რეჟიმში მიმდინარეობდეს ამ საკითხის განხილვა.

თუმცა, ამავე დროს, ვფიქრობ, რომ საქართველოს პოზიციებს ისიც არ აძლიერებს, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სინქრონიზირება არ გაუკეთოს საკუთარ პოლიტიკას ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით და გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომლემბაც, სამწუხაროდ, ამ სტრატეგიულ ურთიერთობებში, რომელიც დღეს ჩვენ უნდა გვქონდეს უკრაინასთან, საგრძნობი ზიანი შეიტანა.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა. ჩვენ ჯერჯერობით არ მოგვისმენია არანაირი პოზიტიური სიგნალები საქართველოს ხელისუფლების განაცხადზე და არ ვიცი, ველოდებით. მომავალი კვირა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ვნახავთ რეალურად, ცარიელი განაცხადი გააკეთა, თუ მართლაც შესაბამისი დიპლომატური საქმიანობით შეამზადეს ნიადაგი, რათა პოზიტიური გზავნილები გაჟღერდეს ევროპაში", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებისგან ცალკე უნდა განიხილებოდეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ონლაინ ბრიფინგისას განაცხადა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა