War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

მამუკა მდინარაძემ სუს-ის უფროსი გახდა

03.09.2025 ნახვები: 386

მამუკა მდინარაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დაიკავა. ახალ პოსტზე მდინარაძის კანდიდატურას პარლამენტის 85- მა წევრმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა საკითხის განხილვის გარეშე ჩატარდა. მანამდე მდინარაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში მოუსმინეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მდინარაძეს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხდა და ახალ პოსტზე ისეთივე წარმატება უსურვა „როგორი წარმატებული უმრავლესობის ლიდერიც იყო“.

„მოყვარემაც და რაც მთავარია მტრებმაც ძალიან კარგად იციან, თუ რა როლი ჰქონდა მამუკა მდინარაძეს საქართველოს პარლამენტში. ზუსტად ჩვენი ქვეყნის მოყვარეების სასიკეთოდ და მტრების საზიანოდ მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფროების სამსახურის გამორჩეული ხელმძღვანელი იქნება. ის კიდევ უფრო გააძლიერებს იმ უსაფრთხოების სისტემას, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, კეთილდღეობის ზრდის ტემპები, რაც რეგიონალურ გაურკვევლობებსა და ტურბულენტობებში გვაქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტი სუს-ის უფროსს უფლებამოსილების 6 წლის ვადით ირჩევს.

სუს-ს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა. ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის აპრილში აირჩია, თუმცა მან აგვისტოში გადადგომის თაობაზე განაცხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა