War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

ნონა ქურდოვანიძე - ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება აბსურდულია

03.09.2025 ნახვები: 405

საია-ს თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება აბსურდულია.

როგორც ქურდოვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების დაწყების მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლის მოხდენა და მათი დაშინებაა.

„ზოგადად, ის ბრალდება, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, არის ძალიან აბსურდული. არასამთავრობო ორგანიზაციების შესყიდვების დოკუმენტაცია, რაც საჯაროდ გამოქვეყნდა, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ეს ნივთები არ შეიძლება რაიმე სახის აკრძალულ ნივთებად ჩაითვალოს. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ის არის შესყიდული. მაშინ ასეთი აკრძალვები კი არ არსებობდა, მათ შორის მაგალითად, სახის დაფარვასთან დაკავშირებით. ასე, რომ ეს ბრალდება მთლიანად აბსურდულია და ამას აქვს ზეწოლის, დაშინების მიზანი.დაუშვებელია, სახელმწიფო ასე იქცეოდეს და უპირისპირდებოდეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია თუ ასე შემდეგ“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

ამასთან, მან „სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელის ნინო დოლიძის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მან ყველა კითხვაზე პასუხი ამომწურავად გასცა.

„ნინო დოლიძემ უპასუხა კითხვებს, რაც პროკურატურას ჰქონდა. ყველა კითხვაზე ამომწურავად გასცა პასუხი. ეს კითხვები ძირითადად შეეხებოდა ზოგადად ორგანიზაციის საქმიანობას, მათ შორის იმას, აკვირდებოდნენ თუ არა აქციებს, მათ შორის არჩევნებს, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია. რა შეიძლება ამას მოჰყვეს ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ის ინფორმაცია, რაც პროკურატურას სჭირდებოდა, ნინო დოლიძის მხრიდან ამომწურავად არის პასუხგაცემული. მე დღევანდელ პროცესში ვმონაწილეობდი, როგორც ადვოკატი“,- განაცხადა ქურდოვანიძემ.

ცნობისთვის, 27 აგვისტოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ (ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების" , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" , ა(ა)იპ „საფარის" , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა