War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს და პროკურორებს - ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემ მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით

03.09.2025 ნახვები: 406

მინდა, მივმართო პროკურორებს და თქვენ [მოსამართლე] - ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემ მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლოზე განაცხადა, სადაც ის საბოლოო სიტყვით სარგებლობს.

როგორც ანდრო ჭიჭინაძემ აღნიშნა, ბევრ უსამართლობას შეიძლება შეეჯახო ცხოვრებაში და ეს არ უნდა განაპირობებდეს იმას, რომ ადამიანის და ადამიანობის რწმენა დაკარგო.

„მინდა, მივმართო პროკურორებს და თქვენ [მოსამართლე] ეს ჩემი აზრია, ჩემი სახელით ვლაპარაკობ, სხვისი სახელით ლაპარაკის უფლება არც მაქვს. ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემ მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით, არ ვხმარობ სიტყვას „ჩვენ”, რადგან არ მაქვს ამის უფლება. დიდი ალბათობით, ბიჭებს სხვა აზრიც ექნებათ..

თუმცა ამ პატიებას მოსდევს თხოვნა - თქვენ ამ ხნის განმავლობაში ძალიან ცუდი საქმეები აიღეთ. გვესმის, რომ იარაღი ხართ და არა გადაწყვეტილების მიმღები, თხოვნაა - ნუღარ აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გაშვებაში მიიღებთ მონაწილეობას. ბატონო მოსამართლე თქვენც გეხებათ…

შეიძლება ჩემი აღქმების ბრალია, მაგრამ მე მაინც ამდენი ხანია გიყურებთ და ვხედავ, რომ დიდად არ გსიამოვნებთ ის, რასაც აკეთებთ, ყველაზე ნაკლებად ბატონ ვახტანგს [ერთ-ერთი პროკურორი] ეხება, ბატონ ვაჟას [მეორე პროკურორი] მეტად...

ბევრ უსამართლობას შეიძლება შეეჯახო ცხოვრებაში და ეს არ უნდა განაპირობებდეს იმას, რომ ადამიანის და ადამიანობის რწმენა დაკარგო.. თხოვნა აქედან გამომდინარეობს. ნებისმიერ ადამიანს აქვს შანსი, რომ რაღაც სახით და მომავალში, რაც დაუშვა ამა თუ იმ ფორმით გამოასწოროს",-აღნიშნა ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, „არც ერთმა დაზარალებულმა და თვითმხილველმა არ თქვა რომ მისი ქმედებით დაზიანება მიიღო“.

„არც ერთმა დაზარალებულმა თვითმხილველმა არ თქვა, რომ ჩემი ქმედებით დაზიანება კი არა საფრთხე შეექმნა ვინმეს, ასეთი ადამიანი არ არსებობს...ჯგუფურობაზე არაფერს ვიტყვი მოგონილია“,-აღნიშნა ანდრო ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, არასდროს გვქონია დამოუკიდებელი სასამართლო და ყველა ვისაც შეეძლო ბოროტად იყენებდა ამ ინსტიტუტს.

„ამის პიკი იყო წინა ხელისუფლება, ამ ხელისუფლებამ კარგად დაიწყო ამ ინსტიტუტის გაჯანსაღება, საბოლოო ჯამში გადასარევად გაგრძელდა იგივე, რაც იქამდე ხდებოდა, დღეს სასამართლოს შეუძლია არაადეკვატური გადაწყვეტილების მიღება...პირველ სამ აღკვეთზე მოსამართლეებმა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად მიიღეს გადაწყვეტილება, რაც მიიღეს, რომელ მოწმეების ზემოქმედებაზე და დანაშაულის განმეორებაზეა საუბარი? მიმალვა თავიდანვე მოიხსნა, თუმცა სამივე მიზეზი არარელევანტური იქნებოდა... როგორ უნდა მემოქმედა მოწმეებზე, როცა პროკურატურა აკეთებდა ამას...შეიძლება 40 კაცს, რომლებიც აქ იყვნენ და არ იცნობდნენ ერთმანეთს, თეორიულად წარმოგიდგენთ, რომ ერთი და იგივე აზრი მოუვიდეს თავში“,- აღნიშნა ჭიჭინაძემ, რომლის საბოლოო სიტყვას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა