War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართვა ციხიდან: მშვიდობიანი დროშების რევოლუცია და რუსული რეჟიმის დამხობა გარდაუვალია, არ შეეგუოთ უსამართლობას!

03.09.2025 ნახვები: 483

ახლა დამირეკა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ციხიდან და მთხოვა, მისი მიმართვა გამევრცელებინა!
მადლობა ნიკოლოზს და სინდისის ყველა პატიმარს შეუპოვრობისთვის და ჩვენი გამხნევებისთვის!
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! - წერს ჟურნალისტი გურამ როგავა.

ფორმულა, ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართვას ავრცელებს:

ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართვა ციხიდან:
 „მოგესალმებით ყველას და ყველა ძალიან მიყვარხართ.
გუშინ ვუყურე ინგა გრიგოლიას გადაცემას და აქედან დიდი მოკითხვები მინდა გადავცე ყველა ჟურნალისტს. მარიამი ჩემი საცოლე არ არის, იგი აწ უკვე ჩემი მეუღლეა, რეჟიმის ტყვეობაში ყოფნის დროს მომიწია, ხელი მოგვეწერა. კი დავაბარე მარიამს, რაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ ალბათ, დაავიწყდა.
თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც იმაზე მეტს იმსახურებს, ვიდრე დღევანდელი რეალობაა. ყოველთვის გახსოვდეთ ეს სიტყვები!
„მოვესწრებით იმ დროს, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდება, მაგრამ იცოდეთ, თუ დამოუკიდებელ საქართველოშიც თავისუფლებისთვის შევწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და თქვენი ქვეყანაც“.
მინდა, მხნეობა და გამძლეობა გისურვოთ. ერთად ყველაფერს შევძლებთ, ამის გწამდეთ და გჯეროდეთ, რომ ძალა ერთობაშია და ზღაპრის ბოლო კეთილია. ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, სანამ ქართელი ხალხი და ქვეყანა არ გაიმარჯვებს.
მშვიდობიანი დროშების რევოლუცია და რუსული რეჟიმის დამხობა გარდაუვალია, არ შეეგუოთ უსამართლობას! არანაირი ორი წელი აქ არ ვიჯდები, ვიცი, მეტი წინააღმდეგობა რეჟიმთან (არ ისმის) და ამაში თქვენი დახმარება მჭირდება, დღისითაც და ღამითაც მარშები, ჩვენი ხმა ყველგან უნდა ისმოდეს.
მე მგონი, ყველა ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ბიძინას პრემიერი ირაკლი კობახიძე აღარც ერიდება სასამართლოზე ზეწოლას განცხადებების სახით. მან თქვა ასეთი რამ, ვისაც შეხვედრა უნდა, შევხდები კონკრეტულ საკითხებზეო და აქედან გამომდინარე, მე მსურს მასთან შეხვედრა კონკრეტულ საკითხებზე, სადაც უნდა და როგორც უნდა. ჩემი საკნის კარი ირაკლისთვის სულ ღიაა.
ხანში შესული ხალხი რომ იძლევიან ინტერვიუს, არ მინდა ევროპა, არ მინდაო, კარგად, კარგად ვარო, სუპს მივიმრთმევო, ბომბები არ ცვივაო, მათ მივმართავ. თქვენ თუარა, თქვენს შვილებს, თქვენს შვილიშვილებს, ან მათ შვილებს მოუწევთ სამშობლოსთვის ბრძოლა, თავისუფლებისთვის ბრძოლა, იმისთვის, რომ თავისუფლად და კარგად იცხოვრონ, როგორც სხვა დანარჩენი ცხოვრობს.
შეიძლება თქვენ აღარ გინდათ ევროპა, მაგრამ როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს ფეხებზე კიდია შშმ პირი სიცოცხლეს რომ ებრძვის, როდესაც სასამართლოდან უსამართლობის ხმები ისმის, როდესაც ჟურნალისტების სიცოცხლე საფრთხეშია, როდესაც ადამიანის უფლებები არ არის დაცული, როდესაც 2008 წლის ომში შენს ქვეყანას ადანაშაულებენ, როდესაც ბებიას და ბაბუას პენსია არ ყოფნის, წამალი რომ იყიდოს, როდესაც ლტოლვილს და სოციალურად დაუცველს სახლს გარეთ, ქუჩაში ტოვებენ ბავშვებთან ერთად, როდესაც პროდუქტი ძვირდება და ხალხი მშიერია, - მერე რა ხდება?!
მე მგონი, საკმარისი მიზეზებია იმისთვის, რომ მოვითხოვოთ და (არ ისმის), ეს არასრული ჩამონათვალია და ცოტა გონს მოეგეთ! არ ხართ პატარები, რომ ვერ ხვდებოდეთ, რა რეალობაა დღესდღეისობით და რა არის შესაცვლელი, მე ჩემს სათქმელს ყველგან და ყოველთვის ვიტყვი.
ვერ გამაჩუმებთ ვერც თქვენი ორ წლიანი სასჯელით და ვერც ციხით. თავისუფლები რეჟიმის ტყვეებს, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, დიდება საქართველოს!
3 სექტემბერი, 2025 წელი, სიყვარულით თქვენი თანამებრძოლი, რეჟიმის ტყვე ნიკოლოზ ჯავახიშვილი, და ბოლოს, ვინც ქალზე და მანდილოსანზე ხელს აწევს, ყველა არაკაცია, ფურთხის ღირსადაც არ ვარგია.
მადლობა ყურადღებისთვის!

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა