War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

თაზო დათუნაშვილი - არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მდინარაძეს თანამდებობაზე მოჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ ეპოქის მოძალადე აჩრდილები და ჯალათები

04.09.2025 ნახვები: 458

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მდინარაძეს თანამდებობაზე მოჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ ეპოქის მოძალადე აჩრდილები და ჯალათები, თავად მდინარაძე არის მერაბიშვილი-ადეიშვილის სისტემის პირმშო, ამ სისტემაში გამოჩეკილი „მილიციელი“, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის მოადგილეებთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისივე განცხადებით, ეს „სიბინძურე ქვეყანაში 4 ოქტომბერს უნდა დასრულდეს“.

„არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მდინარაძეს თანამდებობაზე მოჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ ეპოქის მოძალადე აჩრდილები და ჯალათები. თავად მდინარაძე არის მერაბიშვილი-ადეიშვილის სისტემის პირმშო, ამ სისტემაში გამოჩეკილი „მილიციელი“. შესაბამისად, ვერაფერს ვხედავ იმაში გასაკვირს, რომ ის გარშემო იკრებს იმ ადამიანებს, რომლებიც არათუ ამ უკანასკნელ წლებში, არამედ 2007-2009 წლებიდან არიან ცნობილები, როგორც დამრბევები, მწამებლები, მოძალადეები. ამ ადამიანს „ქართული ოცნება“ აწინაურებს და ნიშნავს სუს-ის უფროსის მოადგილედ. ეს არის ძალიან ლოგიკური გაგრძელება იმ ციკლისა, რომელსაც გივი მიქანაძის, ბექა ოდიშარიასა და სხვების - ამ პორტირებული მედროვეების სახელი აქვს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის დანაშაულებში იყვნენ მხილებულები. თუმცა დალაგდნენ „ოცნების“ წიაღში და ახლა აღმოცენდნენ თავიდან, როგორც მაღალი თანამდებობის პირები. ეს სიბინძურე უნდა დასრულდეს ქვეყანაში 4 ოქტომბერს არჩევნებითა და დიდი წინააღმდეგობით, მათ შორის“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს, მამუკა მდინარაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს.

უწყების ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა. სუს-ის უფროსის მოადგილეებად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარატმენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა