ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე - ეს ბუნდოვანია - პირიქით არის: მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული - მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში
მიხეილ სააკაშვილი - ქიმიური სკანდალი ლილუაშვილით გადაფარეს, ლილუაშვილი ახალაიათი
ანი ნადარეიშვილი - გამოკითხვაზე დამიბარეს, ვუთხარი, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდოდით, ნახევარ საათში, 30-მდე ავტომატიანი და ნიღბიანი შემოცვივდა
War update: 121 clashes on front line, 28 enemy assaults stopped in Pokrovsk sector
Russian army loses 840 troops over past day
Border guards destroy Russian gun, EW system, communications equipment in Northern Slobozhanshchyna sector
SSU detains two pro-Russian propagandists

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

04.09.2025 ნახვები: 376

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წაგებით დაიწყო – ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა თურქეთს უმასპინძლა და ორი ლიდერის (კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე) არყოფნაში 2:3 დამარცხდა.


საქართველო – თურქეთი 2:3


გოლები: 0:1 მულდური (3. გიულერის პასით). 0:2 აქთურქოღლუ (43). 0:3 აქთურქოღლუ (43, აქგიუნის პასით). 1:3 დავითაშვილი (63). 2:3 კვარაცხელია (90+7)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე (85. გოჩლეიშვილი), კაშია, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი (69. აზაროვი), ქოჩორაშვილი, წიტაიშვილი (46. ნ. გაგნიძე), მექვაბიშვილი (81. გულიაშვილი), დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

თურქეთი: ჩაქირი, მიულდური, ბარდაქჩი, დემირალი, ელმალი, ჩალჰანოღლუ, იუქშექი (46. ქოქჩუ), აქგიუნი (66. აიდინი), გიულერი (86. კაჰვეჩი), ილდიზი (79. კორდიოღლუ), აქთურქოღლუ (66. ილმაზი).

გაფრთხილება: იუქშექი (21), ლოჩოშვილი (39), კაკაბაძე (40). ქოჩორაშვილი (73), ილდიზი (74), მიქაუტაძე (90), ჩალჰანოღლუ (90+10)

გაძევება: ილმაზი (71)

არბიტრი: დ. მასა (იტალია).

2026 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციოს პირველ მატჩს, რომელიც „დინამო არენაზე“ გაიმართა, დიდი მოლოდინიც ახლდა და ინტერესიც. ოთარ კიტეიშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნაში ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში ანზორ მექვაბიშვილი და ზურიკო დავითაშვილი დააყენა.

თამაში ჩვენთვის ცუდად დაიწყო. ქართველი მცველების შეუთანხმებელი თამაშის შედეგად თურქებმა კუთხური მოიპოვეს – არდა გულერის ჩაწოდების შემდეგ მცველებს შეტევაში ჩართულმა მერტ მულდურმა დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

მიღებული ბურთის შემდეგ საქართველოს ნაკრები უტევდა, თამაშის გამწვავებას ცდილობდა, მაგრამ გატანას ვერ ახერხებდა.

43-ე წუთზე კი სტანდარტული მდგომარეობუს შემდეგ ქერემ აქთურქოღლუმ მეორე გოლიც გაიტანა.

ბოლო წუთზე სხვაობის შემცირება ლუკა ლოჩოშვილს შეეძლო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა და სტუმრები შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ნახევარიც ანალოგიური სცენარით დაიწყო. გურამ კაშიას უხეშ შეცდომას თურქების სწრაფი კონტრშეტევა მოჰყვა, იუნუს აქგიუნის გადაცემით, ქერემ აქთურქოღლუმ დუბლი შეასრულა – 0:3.

63-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა შესანიშნავი კომბინაცია წამოიწყო, მშვენიერი მოძრაობებით ორი კაცი ჩამოიშორა და მეკარესთან პირისპირ ანზორ მექვაბიშვილი გაიყვანა, რომელმაც ძელს მოარტყა, მაგრამ დამატებაზე ისევ დავითაშვილმა დაარტყა და სხვაობა შეამცირა.

რამდენიმე წუთში თურქეტის ნაკრები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა – ქოჩორაშვილთან უხეშობისთვის არბიტრმა მოედნიდან ილმაზი გააძევა.

დარჩნილ დროში საქართველოს ნაკრები თამაშის გადარჩენას ცდლობდა, მწვავედ უტევდა, მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ თურქებს მეორე გოლიც გაუტანა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრები 2:3 დამარცხდა.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები კვლავ თბილისში გამართავს, „ჯვაროსნების“ მეტოქე ბულგარეთი იქნება – შეხვედრა „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველია არხი შემოგთავაზებთ.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა