ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე - ეს ბუნდოვანია - პირიქით არის: მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული - მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში
მიხეილ სააკაშვილი - ქიმიური სკანდალი ლილუაშვილით გადაფარეს, ლილუაშვილი ახალაიათი
ანი ნადარეიშვილი - გამოკითხვაზე დამიბარეს, ვუთხარი, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდოდით, ნახევარ საათში, 30-მდე ავტომატიანი და ნიღბიანი შემოცვივდა
War update: 121 clashes on front line, 28 enemy assaults stopped in Pokrovsk sector
Russian army loses 840 troops over past day
Border guards destroy Russian gun, EW system, communications equipment in Northern Slobozhanshchyna sector
SSU detains two pro-Russian propagandists

თამარ ჩერგოლეიშვილი ლელოს ლიდერების შეწყალებაზე: ამ ჟესტით ბიძინა ივანიშვილმა თავისი თავი გაყიდა

05.09.2025 ნახვები: 363

ფედერალისტების ერთერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ლელოს ლიდერების შეწყალებაზე:

ივანიშვილის დღევანდელი ჟესტით, კონკრეტულად პოლიტპატიმარ ხაზარაძის და პოლიტპატიმარ ჯაფარიძის შეწყალებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ივანიშვილისთვის 4 ოქტომბერს არჩევნებადწოდებული ფარსის თუნდაც მოჩვენებითი ლეგიტიმაცია,  თუნდაც საზოგადოების მცირე ნაწილში. ამას ემსახურებოდა ჯაფარიძის და ხაზარაძის გამორჩევა, რომ შექმნას ისეთი წარმოდგენა, თუნდაც საზოგადოების მცირე ნაწილში, რომ რასაც 4 ოქტომბერს რეჟიმი ჩაატარებს, იმას არჩევნები ჰქვია.

ამიტომ, მიუხედავად იმ უდიდესი განსხვავებებისა, რაც ფედერალისტებს და ლელოს შორის არის, მიუხედავად იმ უამრავი დაპირისპირებისა, რაც ჩვენ შორის ყოფილა, ჩვენ მოვუწოდებთ ლელოს, დაუბრუნდეს ერთობის რაციონალურ გზას, გამოუსვას ცელი ბიძინა ივანიშვილს იქ, სადაც მას სტკივა და ცხადია, რომ მას სჭირდება თვითმმართველობის არჩევნებადწოდებული ფარსის ლეგიტიმაცია, ხელი აიღოს ქართველი ხალხი მოტყუებაზე და რეჟიმის თანამზრახველობაზე ხალხის მოტყუებაში და დაუბრუნოს ღირსეული პასუხი იმით, რომ არჩევნებში არ შევა, გააერთიანებს ამით ოპოზიციურ საზოგადოებას და ძალიან დიდ სიკეთეს მოიტანს.

მზად ვარ, თუ ამას გააკეთებს, 4 ოქტომბრამდე თავს არ დავესხა. თავდაუსხმელობას ხომ ითხოვენ და მზად ვარ, 4 ოქტომბრამდე ეს ყველაფერი ავიტანო.

ამ ჟესტით ბიძინა ივანიშვილმა თავისი თავი გაყიდა – მას ყველაზე ძალიან უნდა, 4 ოქტომბერს თუნდაც ლეგიტიმაციის მსგავსი მიიღოს, ამიტომ გაათავისუფლა, ეს არ არის ხაზარაძის და ჯაფარიძის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის ივანიშვილის თვითინტერესში გადადგმული ნაბიჯი, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაიფორმოს რაღაც ვადით მიტაცებული ქვეყანა.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ახლა აქვთ შანსი, რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგან ოპოზიციური ერთობისკენ და იმისკენ, რომ ჩვენ, რეჟიმის დელეგიტიმაციას მოვახდენთ ყველა დონეზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა