ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ - ერთად გავიმარჯვებთ - თიბისისთან ერთად
ოპოზიციური პარტიები - ვიბრძოლებთ, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეთ მათ, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის - ქართველ ხალხს
შსს - სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს - დაკავებულია 2007 წელს დაბადებული პირი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ გიორგი კვარაცხელია დაინიშნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ ბესიკ ფარცვანია დაინიშნა
ევროკომისია პაველ ჰერჩინსკის წერილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
ელენე ხოშტარია - ბოდვას, რაც გუშინ მოვისმინეთ, საქმედ არ მივიღებ - არანაირი შეხება ე.წ. სასამართლო პროცესთან არ მექნება
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

ბადრი ჯაფარიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

05.09.2025 ნახვები: 284

რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულება „ლელო- ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ დატოვა.

მამუკა ხაზარაძის მსგავსად, ჯაფარიძესაც ციხესთან ოჯახის წევრები და პარტიის წარმომადგენლები დახვდნენ.

ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა მამუკა ხაზარაძეს.

მიხეილ ყაველაშვილმა პარტია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ყაველაშვილი აცხადებს, „მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება“.

ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს პარტიის ოფისში დააკავეს. მათი დაკავება მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით მოხდა, რომელმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ორივე ლიდერი დამნაშავედ ცნო.

მათ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი და ამავე დროს, აკრძალული თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა