ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე - ეს ბუნდოვანია - პირიქით არის: მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული - მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში
მიხეილ სააკაშვილი - ქიმიური სკანდალი ლილუაშვილით გადაფარეს, ლილუაშვილი ახალაიათი
ანი ნადარეიშვილი - გამოკითხვაზე დამიბარეს, ვუთხარი, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდოდით, ნახევარ საათში, 30-მდე ავტომატიანი და ნიღბიანი შემოცვივდა
War update: 121 clashes on front line, 28 enemy assaults stopped in Pokrovsk sector
Russian army loses 840 troops over past day
Border guards destroy Russian gun, EW system, communications equipment in Northern Slobozhanshchyna sector
SSU detains two pro-Russian propagandists

ბადრი ჯაფარიძე - არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია

05.09.2025 ნახვები: 369

არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრებისა და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილების გამო დაგვატუსაღეს. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს, რუსთავის საპატიმროს დატოვების შემდეგ განუცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ამომრჩეველს მათ იმედი არ უნდა გაუწბილონ.

„პატივს ვცემ ყველა ოპოზიციონერის პოზიციას. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილების გამო დაგვატუსაღეს. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით და მიგვაჩნია, რომ ყველაფერს, რასაც შეუძლია ქვეყნის ევროპული მომავალი მოიტანოს, ქუჩის მშვიდობიანი დემონსტრაცია, ყველა ადამიანს აქვს უფლება ბოიკოტის, ამას ვერავინ ვერავის დაუშლის, მაგრამ ამავდროულად ის ასიათასობით ოპოზიციონერი ადამიანი, ამომრჩეველი, რომელიც მოვა ოპოზიციონერი 4 ოქტომბერს არჩევნებზე, მათ ჩვენ იმედი არ უნდა გავუწბილოთ. მათ უნდა ნახონ, რომ ევროპული პარტიები მზად არიან იბრძოლონ მათი ხმების დასაცავად“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებით პარტიის ის ამომრჩეველი უკმაყოფილოა, რომელმაც მათ კოალიციას საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცა, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ სწორედ მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილი ითხოვდა მათ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

„ჩვენი ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი მოითხოვდა ჩვენგან არჩევნებში მონაწილეობას. ძალიან დიდი ნაწილი. თქვენ, ალბათ, ეს ინფორმაცია არ გაქვთ. თუ გაქვთ, ამ კითხვას არ დამისვამდით“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. ყაველაშვილმა მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მას სურს არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება.

 

მათ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი და ამავე დროს, აკრძალული თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა