კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

„ძლიერმა საქართველომ“ სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში კოალიციის მერობის კანდიდატები წარადგინა

ნახვები: 494 „ძლიერმა საქართველომ“ სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში კოალიციის მერობის კანდიდატები წარადგინა

„ძლიერმა საქართველომ“, 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის, სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში კოალიციის მერობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენის ღონისძიება ზუგდიდში გაიმართა.

მერობის კანდიდატები „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან სამუშიამ წარადგინეს.

ზუგდიდში „ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატია გიორგი თოდუა;

ხობში - იური ბუკია;

ჩოხატაურში - ნუგზარ ჩხიკვაძე;

ხარაგაულში - ინგა მაღრაძე;

სამტრედიაში - ბადრი ვაშაკიძე.

რაც შეეხება ხონის მერობის კანდიდატს, კოალიციის მერობის კანდიდატია გელა ბობოხიძე. ალეკო ელისაშვილის განმარტებით, ის დღევანდელ წარდგენას ვერ ესწრება ობიექტური მიზეზით, რადგან საქართველოში არ იმყოფება.

როგორც ალეკო ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საერთო მიზნისკენ ერთად უნდა იმუშაონ.

„ძალიან მაგარი ამბავი ხდება ის, რომ წინასაარჩევნო კოორდინაცია გვაქვს ძალიან მაგარ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც ჩვენი კონკურენტია, მაგრამ შევთანხმდით გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდთან, რომ უფრო დიდი მიზანი უნდა გვაერთიანებდეს და ამ დიდი მიზნისკენ სვლისას ჩვენი ამბიციები, ეგო უკან დავწიოთ, ჩვენ წყენებზე მაღლა დავდგეთ. აქამდე, ქართველმა პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს, მტერსაც და მოყვარესაც, რომ ერთმანეთის ლანძღვაში ვართ მსოფლიო ჩემპიონები, ოლიმპიური ჩემპიონები ერთმანეთისთვის ფეხის დადებაში, შეურაცხყოფის მიყენებაში, მაგრამ ეს დრო წარსულს უნდა ჩავაბაროთ, თუ ჩვენ გვაქვს ამბიცია იმისა, რომ გადავიბაროთ საქართველოს ბედი, ხელისუფლება. დიახ, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ამის ამბიცია გვაქვს, პირველ რიგში, „ლელო-ძლიერ საქართველოს“ და ახლა უკვე, კოორდინირებულ რეჟიმში ვართ გახარიას პოლიტიკურ გუნდთან და ეს არის ძალიან მაგარი. მტერსაც და მოყვარესაც უნდა ვაჩვენოთ,რომ საქართველოსთვის უნდა გავერთიანდეთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა კანდიდატების წარდგენისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა