War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ გმობს 4 ოქტომბრის „არჩევნებად“ წოდებულ სპეცოპერაციას და რუსთაველზე ხალხთან ერთად დაიცავს ქვეყნის ევროპულ მომავალს

07.09.2025 ნახვები: 395

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება – პარტია გმობს 4 ოქტომბრის „არჩევნებად“ წოდებულ სპეცოპერაციას და რუსთაველზე ხალხთან ერთად დაიცავს ქვეყნის ევროპულ მომავალს, – ამის შესაზეებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„დღეს გაიმართა სხდომა და ამ პოლიტსაბჭოს სხდომის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაეფიქსირებინა თავისი ერთიანი მტკიცე პოზიცია 4 ოქტომბრის თარიღთან დაკავშირებული.

პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და დაამტკიცა რომ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გმობს არჩევნებად წოდებულ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციას და მასში მონაწილეობას საქართველოს ინტერესების ღალატად მიიჩნევს. 4 ოქტომბერი ქართველი ხალხისთვის არის მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი დღე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ინიციატივას 4 ოქტომბერს შევიკრიბოთ არა რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ რუსთაველის გამზირზე. მოვუწოდებთ ქართველ ხალხს გამოვიდეთ რუსთაველის გამზირზე 4 ოქტომბერს და გავმართოთ გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის. ეს არის პარტიის ოფიციალური პოზიცია 4 ოქტომბრის თარიღთან დაკავშირებით და ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც პარტიის პოზიციასთან მიმართებაში შეიძლება დამდგარიყო დღემდე, პოლიტსაბჭოს ამ გადაწყვეტილებამ ერთიანი და მტკიცე გადაწყვეტილების სახე მისცა“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, თავის მხრივ, 4 ოქტომბერი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი.

„4 ოქტომბერს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა როგორ საქართველოში უნდა ცხოვრება – ჩვენ ვიცხოვრებთ რუსულ კრიმინალურ ოლიგარქიულ რეჟიმში, სადაც არც კანონი არსებობს, არც სასამართლო, არც პოლიტიკური პარტიები, არც მედია, არსებობს მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკური ნება და რუსული ნარატივებით მართვა ამ ქვეყნის თუ ქართველი ხალხი აიღებს მართვის სადავეებს, როგორც ეს კონსტიტუციაში არის გაწერილი და იბრძოლებს თავისი საკუთარი ევროპული მომავლისთვის.

ბუნებრივია, ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მისი პოლიტიკური სტრუქტურებით, მისი აქტივით ჩავერთვებით ამ პროცესში, რადგან ეს ბრძოლა არის ქართველი ხალხის ბრძოლა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო იქ, სადაც არის ქართველი ხალხი და 4 ოქტომბერს ვიქნებით რუსთაველზე. ეს არის ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგის საკითხი, ეს არის სახალხო მოძრაობის, ხალხის პროტესტის დღე და ბუნებრივია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იქნება ქართველი ხალხის გვერდით”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა