War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

„ლელო-ძლიერმა საქართველომ“ აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინა

07.09.2025 ნახვები: 434

კოალიცია „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინა.

ქობულეთის მერობის კანდიდატი - პაატა ცივაძე (ლელო ძლიერი საქართველო)

შუახევის მერობის კანდიდატი - ნათია მგელაძე (კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“);

ქედას მერობის კანდიდატი - რამაზ დავითაძე (კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“)

ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი - ბადრი მამულაძე (კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“)

როგორც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, ორივე პარტია ერთმანეთის მეტოქე კი არ იქნება, არამედ ერთობლივად იბრძოლებს ერთმანეთის მხარდამხარ.

„ეს არის უპრეცედენტო რამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. გვინდა, ამით ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ის პასუხისმგებლობიანი, გავლენიანი ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში უპრეცედენტო რამეს ვქმნით, ერთობლივ ბრძოლაზე ვთანხმდებით, ერთმანეთს ფეხს კი არ დავუდებთ, ერთმანეთის მეტოქეები კი არ ვიქნებით, არამედ ერთობლივად ვიბრძოლებთ ერთმანეთის მხარდამხარ. მე ღრმად მრწამს, რომ თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ყელში აქვს ამოსული „ქართული ოცნება“ და „ქართულ ოცნებაზე“ უფრო მეტად აქვს ამოსული ეს გაუთავებელი კინკლაობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, მათ სურთ სხვას გადააბარონ ხელისუფლება, მაგრამ გადააბარონ ისეთ ხალხს, ვისაც ერთმანეთთან ლაპარაკი, ქვეყნის მომავალზე ერთობლივად ფიქრი და ამ მომავლისთვის ერთობლივად ბრძოლა შეუძლიათ“,-განაცხადა ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა